"სამტრედია": გიორგი ბერიაშვილიც წავიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი "სამტრედიის" ხელმძღვანელობა საკადრო ცვლილებებს აგრძელებს. კლუბი რამდენიმე მოთამაშეს შეელია და რამდენიმეც დაიმატა.

გუშინ მოქმედი ჩემპიონის რიგებში კიდევ ერთი ცვლილება გახდა ცნობილი: გია ცეცაძის გუნდში აღარ ირიცხება გიორგი ბერიაშვილი. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თავდამსხმელთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ბერიაშვილმა სამტრედიელთა ფორმით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. მან თავი პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა, როცა ქუთაისის "ტორპედოსთან" სუპერთასის მატჩში გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

ეროვნული ლიგის XI ტურში ბერიაშვილმა საჩხერის "ჩიხურასთან" დუბლი გაიფორმა და "სამტრედიას" კვლავ გამარჯვება მოუტანა, XIV ტურში
"საბურთალოს" კარი აიღო, ხოლო მომდევნოში - კიდევ ერთი გოლი გაუტანა "ტორპედოს".

რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ბერიაშვილი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიძიაბაბუაა :D
zangura
19:16 08-08-2017
0
eg ambavi vicodit vigacebi moyavso samtredias dinamostan iknebiano mgoni or fegburtelze laparaki ikneb garkviot eg ambavi da dadet didad madlobeli dagrhebit
0

სიახლეები პოპულარული