"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...

AutoSharing Option
2008 წლის აგვისტოს ეს დღეები საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომს ჩვენი ქვეყნის 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, დაღუპულად 170 სამხედრო მოსამსახურე ითვლება.

8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელები - ლუკა კიკაბიძე, ლევან ქურდაძე და ვატო არველაძე მივიდნენ და კლუბის სახელით პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

"8 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული თარიღია. ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს", - თქვა ლუკა კიკაბიძემ.

აგვისტოს
ომის მეცხრე წლისთავს ვიდეორგოლით გამოეხმაურა ქუთაისის "ტორპედო".

ტრაგიკული თარიღი აღნიშნეს გორის "დილას", "გორისა" და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ხელმძღვანელებმა, მწვრთნელებმა, სტაფის წევრებმა, ფეხბურთელებმა და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
gmirebs, rom pativs szemen dasafasebelia, magram totalitaoristvis, rom tamashoben da gaizveroben devdarianis tamadobit samarzxvinoa)))
qomagi
12:20 10-08-2017
0
და ორი წლის მერე უმრავლესობა რუსულ კლუბებში იქნებიან გამოჭიმულები
პროფესიონალიზმი სიმონ...
retert
02:56 10-08-2017
0

სიახლეები პოპულარული