8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელები - ლუკა კიკაბიძე, ლევან ქურდაძე და ვატო არველაძე მივიდნენ და კლუბის სახელით პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
"8 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული თარიღია. ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს", - თქვა ლუკა კიკაბიძემ.
აგვისტოს
ტრაგიკული თარიღი აღნიშნეს გორის "დილას", "გორისა" და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ხელმძღვანელებმა, მწვრთნელებმა, სტაფის წევრებმა, ფეხბურთელებმა და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პროფესიონალიზმი სიმონ...