ქუთაისელთა პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ ამ ვალდებულებებით არ დაკმაყოფილდება. ეს კომენტარი მან იმ ხმების გასაქარწყლებლად გააკეთა, თითქოსდა, რაკი ფეხბურთის განვითარების ფონდი ფულს იხდის, კერძო კლუბები თავიანთ კაპიტალს აღარ ხარჯავენ.
"მე ვალდებულება მაქვს, კლუბს წლიურად 500 000 ლარი დავახარჯო, თუმცა ეს "ტორპედოს" არ
ქუთაისური კლუბის მეპატრონემ იმ პრობლემებზეც ილაპარაკა, რის გამოც "ტორპედოს" გადაცემის პროცესი ერთ წელიწადზე მეტხანს გაიწელა:
"ყოველთვის ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი. კლუბის პატრონობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ "ტორპედოსთან" ერთად საფიჩხიას ბაზაც უნდა გადმოეცათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
სტადიონის ქირაობის ხარჯს არ ვიხდით, ბაზაზე კი ვიხდით, მაგრამ - მინიმალურს. ბაზას ახლა ვარემონტებთ, ეს სამუშაოები 8 თვეში დასრულდება. სტადიონი კი ევროპაში ბევრ კლუბს არ აქვს და პრინციპში, ჩვენ ყიდვა არ გჭირდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კერძო მესაკუთრეს უბრალოდ სინდისი უნდა გქოდეს როცა სახელმწიფო შენს კლუბს ეხმარება იმაზე 2 ჯერ მეტი ფულით ვიდრე შენ ახარჯავ,მაშინ შენ მესაკუთრე კი არა ხარ, სახელმწიფოა შენი კლუბის თანამესაკუთრე ფაქტიურად, ხოლო თუ გინდა რომ მესაკუთრედ იგრძნო თავი,2-ჯერ მეტი უნდა დახარჯო ვიდრე სახელმწიფო გეხმარება.
ახლა კი წარმოიდგინე ზაალ რომ მომავალი წლიდან არ იქნება ეს დახმარება, როგორ ფიქრობ მაგ შენი ვალდებულებით 500 000-ს საიდან დაამატებ კიდევ 1 მილიონს? არა მგონია რომ ასეთი ხარჯებისათვის მზად იყო,ან ვინმე დაგეხმაროს, სხვანაიარდ კი კლუბი მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს,ეს იყო მიზანი და მისია "საკუთრებაში კლუბის ყიდვის" ?