11 აგვისტოს არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა გულშემატკივართა უსაქციელობის გამო მატჩი 85-ე წუთზე შეწყვიტა. ორშაბათს გუნდებმა დარჩენილი 8 წუთი ითამაშეს. ანგარიში არ შეცვლილა - ირაკლი სიხარულიძის დუბლით "ლოკომოტივმა" 2:0 გაიმარჯვა.
- ეროვნული ლიგა. XXII ტური. "ლოკო"-"ტორპედო" ჩხუბის გამო ჩაიშალა [VIDEO]
ინციდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განიხილეს. ორივე კლუბის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, მომხდარზე საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ. ამავე დროს, დისციპლინარებმა "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" გულშემატკივართა მაპროვოცირებელი საქციელიც განიხილეს. ითქვა, რომ ინციდენტის თავიდან
დისციპლინარები "ლოკომოტივსა" და "ტორპედოს" საბოლოო განაჩენს დღეს წერილობით აცნობებენ. ისე ჩანს, რომ ორივე გუნდი დაისჯება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"