ლოკომოტივი-ტორპედო: სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 11 აგვისტოს 85-ე წუთზე შეწყვეტილი "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩისას მომხდარი ინციდენტები განიხილა.

კომიტეტმა ორივე კლუბის წარმომადგენლებს მოუსმინა, განიხილა ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათები და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: ორივე კლუბი დაჯარიმებულია 20 000-20 000 ლარით.

მომდევნო საშინაო მატჩს "ლოკომოტივიც" და "ტორპედოც" უმაყურებლოდ ჩაატარებენ. ასევე, კლუბებს სეზონის ბოლომდე მიეცათ პირობითი სასჯელი - მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაში 3 ქულის დაკლებით.

და ერთიც: მეოთხე წრის "ტორპედო"-"ლოკომოტივი" უმაყურებლოდ ჩატარდება.

- დაუსრულებელი მატჩი და ქაჯობა - ტრაგედიას გადავურჩით, მაგრამ... [VIDEO]

მომზადებულია
Eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ცოტა კურიოზულად ხომ არ ჟღერს: ,,უმაყურებლოდ ითამაშებენო?!''
ნათია
14:39 16-08-2017
0
მსაჯმა რატომ არ მიიღო არავიტარი დისკვალიფიკაცია მისი ბრალი იყო ყველაფერი
gela
13:12 16-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული