მასპინძლებმა სამივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს. ანგარიში უკვე მეორე წუთზე ანზორ სუხიაშვილმა გახსნა. 33-ე წუთზე გოლით იაროსლავ კვასოვი გამოირჩა, 44-ზე კი - მიკა მგელაძე.
ქობულეთელებმა სხვაობის შემცირება მეორე ტაიმის დასაწყისში დავით ჩაგელიშვილის (46) გოლით მოახერხეს, 68-ზე კი ბრაზილიელმა მარსელინიომ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა და "შუქურას" მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში
ამ გამარჯებით ბათუმის "დინამომ" 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. 11 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება "შუქურა".
ტურის დანარჩენი შეხვედრები 19 და 20 აგვისტოს ჩატარდება.
ეროვნული ლიგა. XXIII ტური
18 აგვისტო
ბათუმი. რაგბი არენა. 20:00 (LIVE აჭარის ტელევიზიით)
დინამო (ბთ)-შუქურა 3:2
გოლები: 1:0 ანზორ სუხიაშვილი (2), 2:0 იაროსლავ კვასოვი (33), 3:0 ნიკა მგელაძე (44), 3:1 დავით ჩაგელიშვილი (46), 3:2 მარსელინიო (68).
19 აგვისტო
თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 19:00
საბურთალო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
6: +1 =1-4, 10-20
დისკვალიფიკაცია: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) - გურამ სამუშია (სამტრედია)
I-II წრე 1:2, 2:3
ქუთაისი. რამაზ შენგელია. 21:00 (უმაყურებლოდ)
ტორპედო-დილა
ურთიერთშეხვედრები
55: +31 =7 -17, 101-64
I-II წრე 1:1, 2:0
20 აგვისტო
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:30
კოლხეთი-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
28: +10 =4 -15, 41-49
დისკვალიფიკაცია: ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი)
I-II წრე 0:5, 2:1
თბილისი. დინამო არენა. 20:00 (LIVE I არხზე)
დინამო (თბ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
16: +10 =3 -3, 40-13
დისკვალიფიკაცია: გიორგი კუცია (დინამო) - გიორგი კორიფაძე (ჩიხურა)
I-II წრე 2:1, 1:2.