ფოთის "კოლხეთში" უკრაინელ მწვრთნელს ელიან

AutoSharing Option
გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო - ასეა ფოთის "კოლხეთის" ამბავი. გუნდის საქმეები ისედაც ვერ მიდიოდა კარგად, მცირე ხნის წინ სენეგალელმა შემტევმა არფანგ დაფემ დატოვა ფოთი, რამდენიმე დღეში კი პოსტიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი გელა სანაია.

ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, ვინ შეცვლის სანაიას. გორის "დილასთან" გუნდი მოედანზე ნუგზარ თვარაძემ გაიყვანა, მაგრამ თავად თქვა, რომ დროებით არის თანამდებობაზე და შესაძლოა, უახლოეს დღეებში გუნდი სხვა სპეციალისტმა ჩაიბაროს. კლუბის დირექტორმა ფეხბურთელები 31 აგვისტოს, 17 საათზე დაიბარა. შეხვედრისას არსებულ მძიმე მდგომარეობაზე იქნება ლაპარაკი.

ამავე დროს, ელიან,
რომ იმავე გუნდს ახალ მთავარ მწვრთნელს წარუდგენენ. არსებული ინფორმაციით, კოლხების ხელმძღვანელებმა მოლაპარაკება დაიწყეს ერთ-ერთ უკრაინელ მწვრთნელთან, თუმცა ეს ამბავი ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაწერეთ დაფეზე რა ხდება, დაისაჯა თუ არა, არ უნდა დარჩეს ეს ამბავი რეაგირების გარეშე, პირველ რიგში ჩვენი ჩემპიონატის და საქართველოს სირცხვილია ეგ რაც მოხდა
anti
22:05 30-08-2017
0
რას ერჩიან სანაიას?
temo
13:55 30-08-2017
0

სიახლეები პოპულარული