გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" ახალი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინია. 25 აგვისტოს გუნდი გელა სანაიამ დატოვა. გორის "დილასა" და "სამტრედიასთან" კოლხები სათამაშოდ, დროებით, ნუგზარ თვარაძემ გაიყვანა.

სანაიას შემცვლელის საკითხი მხოლოდ გუშინ გადაწყდა. "ლელოს" ინფორმაცია, რომ ფოთელთა დირექტორი თემურ ბარქაია მოლაპარაკებას უკრაინელ სპეციალისტ ალექსანდრ შტელინთან აწარმოებდა, დადასტურდა.

"წინასწარ არ მსურდა, ეს ამბავი გამემხილა, მაგრამ ახლა დამალვას აზრი არ აქვს. საბოლოოდ შევათანხმეთ მისი კონტრაქტის პირობები და შტელინი "კოლხეთში" წლის ბოლომდე იმუშავებს.

მიმაჩნია, რომ ეს იყო საუკეთესო ვარიანტი, რადგან ის საქართველოსა და ჩვენი ფეხბურთის სპეციფიკას კარგად
იცნობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის გუნდს მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს", - ამბობს ბარქაია. იქვე დასძენს, რომ მალე გუნდში გამოცდილ სერბ ფორვარდს ელიან.

რაც შეეხება შტელინს, "კოლხეთის" ახალი მთავარი მწვრთნელი უკრაინიდანაა, უმუშავია კიევის "დინამოსა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგში". 64 წლის სპეციალისტი ორჯერ ავარჯიშებდა ქუთაისის "ტორპედოს". სწორედ ქუთაისიდან წასვლის შემდეგ ლიეჟის (ბელგია) "სტანდარდის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული