5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
საქართველოს უმაღლეს ლიგაში 25 ტური ჩატარდა და გათამაშების დასრულებამდე 11 ტურით ადრე ინტრიგას კვლავ არ კარგავს.

ფეხბურთში, ხშირ შემთხვევაში, ყვითელ და წითელ ბარათებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ჩემპიონატიც არ არის გამონაკლისი.

გთავაზობთ 5 ყველაზე აგრესიულ ფეხბურთელს ეროვნული ჩემპიონატიდან და მათ სტატისტიკას. 

რეიტინგის მისაღებად ყვითელი ბარათი 1 ქულითაა შეფასებული და წითელი ბარათი - 3 ქულით.

მე-5/4 ადგილი

Sportall.Ge

ელვინ ტერა ("საბურთალო") - 4 ყვითელი ბარათი + 2 წითელი ბარათი = 10 ქულა

საბურთალოელების 20 წლის ნახევარმცველი კენიი
დანაა წარმოშობით. ის კლუბისთვის საყრდენ ზონაში საკვანძო ფიგურაა და უმაღლეს ლიგაში მესამე სეზონს ატარებს. ნიჭიერი ყმაწვილი ასე თუ გააგრძელებს, შეიძლება ფედერაციაში მის გაქართველებაზე ფიქრი.

მე-5/4 ადგილი

Sportall.Ge
გიორგი პაპავა ("დილა") - 4 ყვითელი ბარათი + 2 წითელი ბარათი = 10 ქულა

გორელების 24 წლის უკანახაზელმა ტრავმიანობის პერიოდი დაასრულა და ცდილობს, გუნდს ქულების გადარჩენაში დაეხმაროს. გიორგის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ის ნელ-ნელა იბრუნებს ძველ ფორმას და კვლავ საშიში ხდება ფორვარდებისთვის.

მე-3 ადგილი

Sportall.Ge
ვარლამ კილასონია ("კოლხეთი") - 5 ყვითელი ბარათი + 2 წითელი ბარათი = 11

ფოთელთა გუნდი გასავარდნ ზონას ებრძვის. შესაბამისად, 24 წლის მცველს დაცვით ზონაში ხშირად უწევს ხისტად თამაში და შავი სამუშაოს შესრულება. შეგახსენებთ, ფოთის "კოლხეთი" მე-9 ადგილზეა.

მე-2 ადგილი

Sportall.Ge

მიკოლა კოვტალიუკი (თბილისის "დინამო" ) - 9 ყვითელი + 1 წითელი = 12 ქულა

სეზონის პირველი ნაწილი უკრაინელმა ფორვარდმა ფოთში გაატარა და 10 გოლი გაიტანა. შემდეგ თბილისელთა ყურადღება მიიქცია და უკვე "დინამოშია". კოვტალიუკს ხისტი თამაში და ბურთისთვის აქტიური ბრძოლა ახასიათებს, რისი დამსახურებაცაა ამ რაოდენობით ბარათი.

პირველი ადგილი

Sportall.Ge

ზურაბ არზიანი ( ბათუმის "დინამო") - 8 ყვითელი + 2 წითელი ბარათი = 14 ქულა

სეზონის პირველი ნაწილი 29 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა "საბურთალოში" გაატარა და ზაფხულში გადავიდა ზღვისპირეთში. "დინამო" მე-11 გუნდია არზიანის კარიერაში და შეტევების ჩაშლა მთავარი მოვალეობაა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, პროფესიულ კარიერაში სულ 5 წითელი ბარათი აქვს ზურაბს და 52 ყვითელი ბარათი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შემდეგი რუბრიკა ლოგიკურად თუ მივყვებით უნდა იყოს არც მეტი არც ნაკლები 5 ყველაზე ბალერინა ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში. საინტერესოა ვინ მოხვდება სიფაქიზის ტოპ-ხუთეულში?
ლუკა
17:13 12-09-2017
0
არზიანი ისეთი ტემპით იცვლის გუნდებს, კიდე ერთ მაგდენს მოასწრებს
eliga
14:13 12-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული