რომან ფიფია: კიდევ სამ ფეხბურთელზეა მოთხოვნა, უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" ვხვდები...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...

- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 42 /
....შარშან განაცხადა თბილისის,,დინამოს,,ხემძღვანელობამ,რომ ზაგრების ,,დინამოს,,პოლიტიკაა მათთვის სამაგალითო,მაგრამ ფაქტში...ზაგრებმა 20 წლის ჩორიჩი ჯერ ათამაშა ევროტურნირზე და მერე მიიღო 20(!) მილიონი ტრანსფერიდან კლუბმა,შესაბამისად ფეხბურთელმაც თავისი და ანაზღაურებაც მაღალი კლუბში,აგენტებმაც ....
ზაზა
13 სექტემბერი 2017 13:10
1
ფიფიას ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რო მას უბრალოდ არააქვს იმხელა შემოსავალი რო კარგი გუნდი ყავდეს ეგარი და ეგ აღარ ვამტყუნებ ამ ადამიანს არაფელში შეიძლება გაყიდვაც სურს გუნდის მაგრამ არამგონია იაფად გაყიდოს დინამო რადგან ბევრი რამ თვითონ გააკეთა და ესეც გასათვალისწინებელია.
zaza
13 სექტემბერი 2017 12:34
1
გასაგებია რომ ევროპაში უკეთესი პირობებია განვითარების,მაგრამ მაშინ გავაუქმოთ საქართველოს ჩემპიონატი,გამოდის აქ რჩებინ უნიჭო და უპერსპექტიულო ფეხბურთელები ? დონეს რა აწევს? იმიტო ვამბობ კერძო ინვესტორებია მოსაყვანი,და სახემწიფომ ფული კი არ უნდა აძლიოს ,გადასახადებში შეღავათი უნდა ქონდეთ,რაც ბევრ ქვეყანაში დადებითად მუშაობს, თუ არ დინამოს თუ ამხელა უჭირს 18წლის ტალანტებს ნებისმიერ ფასად ყიდის ? სხვა გუნდებმა რა უნდა თქვან.
დავიდუსი
13 სექტემბერი 2017 12:19
0
რეგიონებშიც უნდა იყოს ანალოგიური სკოლები და მაშინ შეიძლება გვეშველოს რამე.მარტო ბათუმში არ კმარა სხვაგანც უნდა იყოს.გაავსეს ქალაქი სტადიონებით და ბაზებით:):):)
ლაშა
13 სექტემბერი 2017 12:16
1
27 -წელია ფეღბურთს კლავთ ეგრე გააგრძელეთ რომ მალე აიკრძალოს ეს სპორტი საქართველოში!! მე პირადათ რასაც ქვია ფეღბურთით ვცხოვრობდი სანამ არ შემაზიზღეთ!
fu
13 სექტემბერი 2017 11:59
0
უნდა წავიდნენ უცხოეთში აქ მომავალი არა აქვთ, ისე განავითარეს უეფას მამებმა საქმე, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ფეხბურთი მოისპო, ევროპაშიც სამი ოთხი ქვეყნის პირველობა ვითარდება დანარჩენები კი უკუსვლას განიცდიან, აზერებმა ჩადეს ფული და ყარაბახი რა დღეშიც ჩააგდო ჩელსიმ კარგად ნახეთ. საოცნებო რომ ჯგუფური ეტაპი გაგიხდება
zmo
13 სექტემბერი 2017 11:35
2
რაღა ყარაბახი მოგყავს მაგალითად? იქნებ ჯობდეს შახტიორის ზენიტის ცსკ ბატე მოგეყვანა მაგალითად?
zmo-s
13 სექტემბერი 2017 13:48
0
არადა რო არ გაეშვა ამ წელს ბიჭები ევროპის დიდი შანსი გვექნებოდა.
gio_01
13 სექტემბერი 2017 11:20
2
მეტი გასაგებად რა თქვას? "ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს"-ო. მაინცდამაინც უნდა გაკოტრდეს, რომ დაუჯეროთ? უბრალოდ ამ ბელგიურ კლუბებში ვერ გაიხარეს ჩვენებმა, იქნებ სხვა ხაზებიც გაჭრან, სადაც უფრო იციან აღზრდა.
haha
13 სექტემბერი 2017 11:11
1
უნდა გაყიდოს აბა აქ უნდა ჩალპნენ? 18 წლის ზემოთ ყველა უნდა წავიდეს ვინც ნორმალურია, ისე მომავალი არ აქვთ.
რატო არ გესმით ეს?
:(
რატი
13 სექტემბერი 2017 10:44
7
ალბათ ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს, და მეორე უფრო წონადია, მეც სულ ვაკრიტიკებდი დინამოს ამ ტალანტების პანტაპუნტით გაყიდვით (ვისთვის რა ფეხები უნდა მოეჭამა ამ კრიტიკას, მარა მაინც...), მაგრამ ნაკრებს ალბათ ევროპული კლუბებიდან უფრო დაეხმარებიან, აქ დატოვებით პროგრესსაც ვერ გააგრძელებდნენ და ჰა ჰა 1-2 ეტაპით მეტი გაევლოთ... ისე რამდენიმე კაი ლეგიონერს თუ მოიყვანს 1 წლით ადრე და ამ ტალანტებსაც მათ შეუხამებს საშური საქმე იქნება...
Irakli apkhaidze
13 სექტემბერი 2017 10:38
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული