"ლოკომოტივი": ლევან ყენიამ ბურთით ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
მაისში თბილისის "ლოკომოტივმა" მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა: 9-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს ლევან ყენია დაუბრუნდა, რომელმაც კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გააფორმა.

მაგრამ 26 წლის ნახევარმცველს "ლოკომოტივში" დღემდე არ უთამაშია. ლევანი იმედოვნებდა, რომ ჩარიცხვიდან ერთ თვეში მოედანს დაუბრუნდებოდა და გუნდთან ერთად მოემზადებოდა, მაგრამ პრაღის "სლავიაში" მიღებული ტრავმის მკურნალობას და შემდეგ რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა: მენჯ-ბარძაყის ტრავმა რთულად მოსარჩენი აღმოჩნდა და ძუნძულიც აგვისტოში დაიწყო.

მოედანზე დაბრუნება ძალიან გაეწელა და ზუსტად არავინ ეუბნებოდა,
ამას როდის შეძლებდა.

გუშინ კი ის მოხდა, რასაც ლევანი და მისი გულშემატკივარი ამ ხნის განმავლობაში ელოდნენ - ყენიამ საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, ბურთით ვარჯიში დაიწყო. ცხადია, ფორმის აღსადგენად დრო დასჭირდება, მაგრამ მისი გამოჩენა "ლოკომოტივსაც" წაადგება, ეროვნულ ლიგასაც და საქართველოს ნაკრებსაც.

ამიტომ, იმედი გვაქვს, ყენიას მალე მოედანზე ვიხილავთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნ-ს, შენ ჯანოს ფეხები გინახია? ის ვიდეო ბურთს რომ კენწლის იქ. ამაზე წვრილი ფეხები აქვს ნახე თუ გინდა.
zviad
15 სექტემბერი 2017 21:24
0
მიდი ყენო))) დაგვიბრუნდი ძამია, კლასი არ მოიშალო მოიშალო კლასი!))
zviad
15 სექტემბერი 2017 21:20
0
შეიძლება სურათის რაკურსის ბრალია,მაგრამ ისე ჩანს,რომ ეს ბიჭი ძალიან გამხდარია,კუნთები ფაქტიურად არ ეტყობა. ასეთი ფიზიკით ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს გაუგებარია
15 სექტემბერი 2017 21:04
0
ნ,მთავარია ლევანს ჭკუა და კლასი აქვს,კუნთები კი ვარჯიშით განვითარდება,მთავარია გამოჯანმრთელდეს.რომ იცოდეთ როგორ ველოდები.
სოსო
15 სექტემბერი 2017 21:19
0
მაგან მასე თუ გააგრძელა მალე აუზში წყალსაც ჩაუსხამენ
მეზარბაზნე
15 სექტემბერი 2017 20:52
1
ნაკრებსაც გამოადგება!!!! ღმერთმა გისმინოთ, მაგრამ......
კიკკოლა
15 სექტემბერი 2017 17:55
0

სიახლეები პოპულარული