ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "ჩიხურამ" "კოლხეთი" მეოთხედაც დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩში საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი", დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა .

საჩხერელებმა  უპირატესობა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს. მე-10 წუთზე ანგარიში, თორნიკე გორგიაშვილმა გახსნა. ხოლო გოლიდან 17 წუთში,   გიორგი გაბედავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველ ტაიმში სხვა არაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმში ფოთელები შეეცადნენ, თამაშის შემოტრიალებას. მათ აქტიურ შეტევებს, ტაიმის დასაწყისშივე დერებჩინსკის გოლი მოჰყვა და "კოლხეთმა" სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა. შემდეგ ნელ-ნელა ტემპი დაეცა და მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა,  ანგარიში მეორე ტაიმში აღარ შეცვლილა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძველი ფორმატი მაინც დააბრუნეთ. ახალ ამბებს დროზე არ დებთ, ცხრილი უნდა ეძებო, რას გავს ეს?
გირშელი
22:10 17-09-2017
0

სიახლეები პოპულარული