პირველი ჩინელი ფეხბურთელი საქართველოში - "შუქურაში" ჩინური კომპანია მოდის

AutoSharing Option
"შუქურასა" და "დილას" შეხვედრისას აღმოვაჩინეთ, რომ მასპინძელთა განაცხადში 19 ნომრით ჰან ტიან ლინი იყო. ის "შუქურას" ახალწვეულია და დავინტერესდით, ვინ არის, საიდან და ასე შემდეგ.

დავაზუსტეთ, რომ ლინი ჩინელია და გუნდმა ახლახან პორტუგალიის რეგიონული ლიგის გუნდიდან, "ტურიზენზედან" დაიმატა. 1996 წლის 5 დეკემბერს დაბადებული მოთამაშე ამპლუით ნახევარმცველია.

საინტერესოა, რომ აქამდე საქართველოში ჩინელს არ უთამაშია - ინფორმაცია, თითქოს, ერთი ლეგიონერი ამ ქვეყნიდან "თბილისში" თამაშობდა, არასწორია - თბილისელთა მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ცაკარიასმა სამხრეთ კორეის ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ჩამოიყვანა.

პორტუგალიაში ჰან ტიან
ლინს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და საქართველოში ამ მიზნით ჩამოვიდა. მაგრამ ქობულეთში ჩინური ტრანსფერები ამით არ აღსრულებულა, რაც "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გვითხრა.

"ჰან ტიან ლინის კანდიდატურა რომ შემოგვთავაზეს, დავინტერესდით, ვნახეთ და საკმაოდ ნორმალური და საინტერესო მოთამაშე აღმოჩნდა - ვერცხლისწყალივით მოძრავი საყრდენია და დავიტოვეთ.

მომავალ კვირას კიდევ ერთი ჩინელი დაგვემატება. ის მარჯვენა ფლანგის შემტევია და ქობულეთში უკვე ჩამოსულია, მაგრამ ჯერ განაცხადში ვერ შევიყვანეთ და მის ტრანსფერს ველოდებით" , - ამბობს ჩელებაძე.

მან საინტერესო სიახლე გაგვანდო:

"დიდი ხანია სპონსორებს და პარტნიორებს ვეძებ. არაერთხელ გამცრუებია იმედი, მაგრამ ახლა გამოჩნდა ჩინური კომპანია, რომელიც პარტნიორობით დაინტერესდა - დავრჩებით ეროვნულ ლიგაში თუ ლიგა 2-ში გადავინაცვლებთ, ეს კომპანია გვერდში დაგვიდგება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
daanebet tavi am ...napovn legionerebs atasshi ertxel normalurebs ishovit da imat ver ishnovebt da ver uftxildebit da gagirbian da dasdevt mere 200 Solaris fexburtelebs
Shako
04:13 23-09-2017
0
იაფად თამაშობს?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული