ეროვნული ლიგა. XXVII ტური. სრული სიგიჟე "დავით პეტრიაშვილზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში XXVII ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე "საბურთალომ" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 3:2 სძლია.

ამ მატჩში ორივე გუნდს განსხვავებული მიზანი ჰქონდა: თბილისელები ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვიან, ხოლო ზღვისპირელები ეროვნულ ლიგაში დასარჩენად.

"საბურთალომ" პირველივე წუთებზე ისარგებლა მეტოქის შეცდომებით და მე-2 წუთზე ლაშა შინდაგორიძემ ანგარიში გახსნა. ექვსი წუთის შემდეგ ქობულეთელები დაჯარიმდნენ და გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში. პირველი თოთხმეტი წუთი სრულ სიგიჟედ აქცია გაგი მარგველაშვილმა, რომელმაც ულამაზესი "მაკრატელათი" სხვაობა
სამ ბურთიანი გახადა.

მეორე ტაიმში "შუქურა" თამაშში დაბრუნდა და 48-ე წუთზე ალექსანდრე გურულმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა. აჭარელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შემოსულმა ჯეფინიომ შეტევების გამწვავება დაიწყო და ერთ-ერთი ასეთი შეტევა რომან ჩაჩუამ გოლითაც დააგვირგვინა.

მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში სტუმრებმა მაინც ვერ მოახერხეს თამაშის ბედის შეცვლა და გამარჯვება "საბურთალოს" დარჩა - 3:2. ამ მოგებით თბილისელებს 43 ქულა აქვთ და დროებით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შაშიაშვილის მოსვლამდე ხო რას ამბობ, ბრდღვნიდნენ კველაფერს))))))))))))))))
zuras
14:20 23-09-2017
0
12 tamashi mxolod ertxel moigo shukuram shashiashvilis xelmzgvanelobit, mikvirs rogor achereben amden xans, dagupa gundi(((
zura
22:21 22-09-2017
6

სიახლეები პოპულარული