22:06 22-09-2017
ეროვნული ლიგა. XXVII ტური. სრული სიგიჟე "დავით პეტრიაშვილზე" [VIDEO]
AutoSharing Option
ამ მატჩში ორივე გუნდს განსხვავებული მიზანი ჰქონდა: თბილისელები ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვიან, ხოლო ზღვისპირელები ეროვნულ ლიგაში დასარჩენად.
"საბურთალომ" პირველივე წუთებზე ისარგებლა მეტოქის შეცდომებით და მე-2 წუთზე ლაშა შინდაგორიძემ ანგარიში გახსნა. ექვსი წუთის შემდეგ ქობულეთელები დაჯარიმდნენ და გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში. პირველი თოთხმეტი წუთი სრულ სიგიჟედ აქცია გაგი მარგველაშვილმა, რომელმაც ულამაზესი "მაკრატელათი" სხვაობა სამ ბურთიანი გახადა.
მეორე ტაიმში "შუქურა" თამაშში დაბრუნდა და 48-ე წუთზე ალექსანდრე გურულმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა. აჭარელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შემოსულმა ჯეფინიომ შეტევების გამწვავება დაიწყო და ერთ-ერთი ასეთი შეტევა რომან ჩაჩუამ გოლითაც დააგვირგვინა.
მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში სტუმრებმა მაინც ვერ მოახერხეს თამაშის ბედის შეცვლა და გამარჯვება "საბურთალოს" დარჩა - 3:2. ამ მოგებით თბილისელებს 43 ქულა აქვთ და დროებით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
12 tamashi mxolod ertxel moigo shukuram shashiashvilis xelmzgvanelobit, mikvirs rogor achereben amden xans, dagupa gundi(((
4
6
შაშიაშვილის მოსვლამდე ხო რას ამბობ, ბრდღვნიდნენ კველაფერს))))))))))))))))
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული