ეროვნული ლიგა. XXVII ტური: პირველი არხის თავგატეხილი ტექნიკოსი და ფრე ქართულ ელ კლასიკოში

AutoSharing Option

24 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVII ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფრე 1:1 დასრულდა.

ქართული ელ კლასიკო რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, დაახლოებით 10 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო .

როგორც მატჩის კომენტატორებმა განაცხადეს: მატჩის დასაწყისში "ტორპედოსა" და "დინამოს" ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სტადიონის გარე პერიმეტრიდან ქუთაისელმა ფანმა ქვა ისროლა, რის შედეგადაც პირველი არხის მოძრავი სატელევიზიო სადგურის ინჟინერი, გიორგი ტოგონიძე დაშავდა. დაშავებული, თავის არეში მიღებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, მაგრამ შედეგიან
შეტევას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა. აქტიური იყო "დინამოს" კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ტრავმის შემდგომ ამ თამაშში დაუბრუნდა. საბოლოოდ პირველი ნახევარი ფრე 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში გიორგი ქიმაძემ კიტეიშვილის წინააღმდეგ იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ჯარიმის დარტყმა ლაშა თოთაძემ ითავა და ზუსტი დარტყმით ანგარიში 0:1 გახადა. მატჩის 94-ე წუთზე ქიმაძის ჩაწოდებას კარგად დაუხვდა ლაშა კუჭუხიძე და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

ამ ეტაპზე "დინამო" 58 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა და "ტორპედო" 52 ქულით მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მრცხვენია უკვე ტორპედოს გულშემატკივრობა.დასაჯეთ სამაგალითოდ ეგ არაკაცი ვინც ქვა ისროლა
gio
25 სექტემბერი 2017 10:31
0
Torpetos dasja mgoni arafers shecvlis, Vinc dasasjelia is daisajos!!! Sanam vigacis codvashi Ar chadgebian , manamde Ar unda gaacheroon?? Bolobolo Ra gaxdaa am problemis mogvareba?! erovnul chempionatshi qvit ro stadionze shedixar eseigi mteri xar aba sxva vin unda iyo?! Qva Ar usvriat qartveli fexburtelebistvis arsad da qartveli ro qvas esvris tribunas magrad texavs!!! (Ise qvaze uaresebic ysvriat qartvelebs ertmanetis mimart, albat imati shtamomavaliaa eg vigacaa)
Vasili
25 სექტემბერი 2017 10:27
0
სწორედაც ხელმძღვანელობა უწყობს ხელს ამ ვაიფანებს ზედმეტი ყურადღებით და მადლობებით
ქომაგი
25 სექტემბერი 2017 14:27
0
ტორპედოს ე.წ. "ფანებს" დროა პასუხი აგებინონ. თბილისში ლოკომოტივთან გულშემატკივარი გადააგდეს ტრიბუნიდან მინდორზე და არაფერი, ახლა ტელევიზიის თანამშრომელს გაუტეხეს თავი და ალბათ ისევ არაფერი. სამწუხაროა რომ ეს ვაიგულშემატკივრები ისეთ დიდებულ ქალაქს როგორიც ქუთაისია სახელს უტეხენ. მოკლედ დროა სერიოზულად მიეხედოს ამ საკითხს.
miriani
25 სექტემბერი 2017 09:29
0
დიახ, მე ტორპედოს ქომაგი ვარ და არა ფანი, რადგან ეს სიტყვა უკვე მეზიზღება აღვირახსნილი ბრბოს გადამკიდე. ლოკომოტივთან კაცი კინაღამ მოკლეს, გუშინ ვიღაცას თავი გაუტეხეს. კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს და სანამ გვიან არ არის, ფედერაციამ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს. მოაშოროს სტადიონებს ეს ვაი ფანები, რომლებსაც კლუბის სიყვარული კი არა საკუთარი ინტერესები აქვთ და მავანთა ყელშეწყობით გააქვთ თავისი.
ქომაგი
25 სექტემბერი 2017 08:42
2
ეს კრიმინალი თუ კრიმინალები, ვინც ქართველი კაცი კინაღამ მოკლა სტადიონზე სასწრაფოდ უნდა იყვნენ ნაპოვნი და სასამართლოს წინაშე წარდგენილი! ტორპედო კი უნდა დაისაჯოს მინიმუმ სამი ქულის ჩამოკლებით და რამდენიმე საშინაო თამაშის ცარიელ ტრიბუნაზე თამაშით! სხვა შემთხვევაში სფფ და მისი მფარველი კახა კალაძე და შსს, დღევანდელი ხელისუფლება გახდებიან კრიმინალის ხელისშემწყობები!
ლუკა
25 სექტემბერი 2017 07:09
3
vulocavt kuchuxas.. Dzaann magari bichia ubralod pexma datanja.. Nakrebshi miscen shansi tundac erti tamashi
Didya
24 სექტემბერი 2017 23:33
15
ნაკრებში არა რეალში. ერთი გოლით ნუ აგყავთ ზეცაში. კაცს 22 გოლი აქ იმას არ ათამაშებენ და ცოტა ობიექტყრი ხო უნდა იყი ვიღაცა ხარ
K G
25 სექტემბერი 2017 09:07
0
დიდი არაფერი
dudu
25 სექტემბერი 2017 00:51
0
Rogori xalxic vart QArtveloba, iseti qveyana gvaqvs,-chamoshlili da ckalcagebuli
Oto
24 სექტემბერი 2017 23:08
9
ქართველობას ნუ ახსენებთ ცუდად! ყველა ერს ყავს ცინდლიანი კრიმინალი, დღეს რამაზ შენგელიაზე კრიმინალი მოხდა და დამნაშავეები და კლუბი უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით! სხვა შემთხვევაში, ეს კრიმინალები ადამიანს მოკლავენ და მერე გვიანი იქნება!
ლუკა
25 სექტემბერი 2017 07:17
1
უსაქმურების და დაკომპლექსებული ხალხის ჯოგი თუ მოიქცევა მხოლოდ ასე
lashari
24 სექტემბერი 2017 21:48
7

სიახლეები პოპულარული