"სამტრედიის საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია ახალ მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს მიესალმება. გუნდი ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად პირველ ოფიციალურ ვარჯიშს დღეს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართავს", - წერია კლუბის განცხადებაში.
სოსიაშვილმა აღნიშნულ პოსტზე გია ცეცაძე შეცვალა, რომელმაც გუნდი გუშინ დატოვა. ბოლოს სოსიაშვილი "მარგვეთს" წვრთნიდა, მანამდე კი გორის "დილაში 3 სეზონი გაატარა და კლუბი ჩემპიონიც გახადა. 2013 წელს სოსიაშვილი "სამტრედიაშიც" მუშაობდა.