34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ გამოიყენეს "პოლარის" სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა...

თავდაპირველად, მისი გამოყენება "ტორპედო"-"დინამოს" მატჩზე დაიგეგმა, თუმცა სფფ-ის მედიაპარტნიორ "GFM სტუდიოსთან" კონსულტაციების შემდეგ პროგრამის ისეთ მატჩზე დატესტვა გადაწყდა, რომელიც ინტერნეტსივრცეში გადაიცემოდა. ეს გუნდებს საშუალებას აძლევდა, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ფეხბურთელთა მონაცემები პირდაპირ ეთერში აესახათ ეკრანზე.

საბოლოოდ, არჩევანი "საბურთალო"-"შუქურას" მატჩზე შეჩერდა.

- საბურთალო-შუქურა 3:2 - რას ბურთაობს "საბურთალო"?! [VIDEO]

ამ გუნდების
საუკეთესო 3-3 ფეხბურთელს საკმაოდ კარგი მონაცემები დაუფიქსირდა: დაფარული მანძილით ორივე გუნდში საუკეთესო გახდა თორნიკე თარხნიშვილი - 11.24 კმ. მეორე-მესამეზეც მისი თანაგუნდელები არიან - ნოდარ იაშვილი (11.18) და ლუკა ლაკვეხელიანი (11,02).

ამ სამეულს სპრინტების რაოდენობაშიც საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა: იაშვილს - 65, თარხნიშვილს - 55, ლაკვეხელიანს - 48.

მაქსიმალური სიჩქარით გამორჩეულიც საბურთალოელია - ლუკა ლაკვეხელიანმა 34,9 კმ/სთ სისწრაფე აჩვენა. აქ მეორე და მესამე მაჩვენებელი "შუქურას" შემტევ ნახევარმცველებს აქვთ - სანდრო გურულსა (33.2 კმ/სთ) და მარსელოს (32,3 კმ/სთ).

ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება საუკეთესო სამეულები:

საბურთალო
დაფარული მანძილი (კმ)
თორნიკე თარხნიშვილი 11.24
ნოდარ იაშვილი 11.18
ლუკა ლაკვეხელიანი 11.02

სპრინტები
ნოდარ იაშვილი 65
თორნიკე თარხნიშვილი 55
ლუკა ლაკვეხელიანი 48

მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
ლუკა ლაკვეხელიანი 34.9
ნოდარ იაშვილი 32.2
თორნიკე თარხნიშვილი 29.6

შუქურა
დაფარული მანძილი (კმ)
სანდრო გურული 10.79
აგრბე დასე 10.31
მარსელო 10.09

სპრინტები
სანდრო გურული 38
აგრბე დასე 37
მარსელო 33

მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
სანდრო გურული 33.2
მარსელო 32.3
აგრბე დასე 29.1

შეიძლება ითქვას, რომ ლაკვეხელიანმა ამ კონკრეტულ თამაშში ფენომენალური შედეგი აჩვენა: საგანგებოდ მოვიძიეთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მოთამაშეების მაჩვენებლები და აღმოჩნდა, რომ 18 წლის ქართველი მხოლოდ "მანჩესტერის" და "რეალის" ფეხბურთელებს - ანტონიო ვალენსიასა და გარეთ ბეილს ჩამორჩება:

მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
ანტონიო ვალენსია 35.1
გარეთ ბეილი 35.0
აარონ ლენონი 33.8
კრიშტიანო რონალდო 33.6
თეო უოლკოტი 32.7
ლიონელ მესი 32.5
უეინ რუნი 31.2
ფრანკ რიბერი 30.7
არიენ რობენი 30.4
ალექსის სანჩესი 30.1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
Kargii ra gadaobt
vaxtangi
30 სექტემბერი 2017 19:45
2
Kai ras gadaobd vinc gackobt da gamzadebuli kavtmsareklamod imas ucert ramdensac gindad dajibred lakvexelidzes nebismier gundidan kvela da naxav shedegs
vaxtangi
30 სექტემბერი 2017 19:43
3
ყველა უნდა დარბოდეს ეგრე ლაკვეხელიანივით და თან სტაბილურად რამოდენიმე მატჩში და ნელ ნელა ტექნიკაც დაეხვეწებათ და რაგაცას იზამემემ საერთაშორისო სარბიელზე!!!!!!!!!
zura
29 სექტემბერი 2017 18:30
1
გუშინდელი ბაზელი-ბენფიკას თამაშის ვიდეო ნახეთ. მეორე გოლზე დიმიტრი ობერლინის სისწრაფეს მიაქციეთ ყურადღება - თავისი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე, სანამ პასს მიიღებდა და გაიტანდა.
მართლაც გეპარდივით მიქროდა.
korben dallas
28 სექტემბერი 2017 13:54
0
არ ვამბობ,რომ ეს ბიჭები ცუდი ფეხბურთელები არიან,მით უმეტეს საქართველოს მასშტაბით,მაგრამ მანდ ისიც რომ გამოჩენილიყო რამდენი გაირბინეს ფუჭად ბურთის დამორჩილებისათვის და რამდენი შეხება დასჭირდათ საშუალოდ ამისათვის,აღმოჩნდება,რომ რეალურად სასარგებლო გარბენი გაცილებით უფრო მცირეა უცხოელებთან შედარებით და რომ სირბილიც აზრიანი უნდა.ახლა გამახსენდა ივანე კოჟედუბის,საბჭოთა კავშირის სამგზის გმირის,მფრინავ გამანადგურებლის,რომელმაც გერმანელთა 62 თვითმფრინავი ჩამოაგდო,პირველი საბრძოლო გაფრენა და მისი აღწერა.კოჟედუბი ქართველი მფრინავის ,ვანო გაბუნიას მიმყოლი იყო და ბრძოლაში მისი დაცვა ევალებოდა მტრის თვითმფრინავისაგან.ჰო და ისიც მთელი გაფრენის განმავლობაში თავს აქეთ იქით ატრიალებდა,რომ არსაიდან მტერი არ მიჰპარვოდა,როდესაც დავალებიდან დავბრუნდით,კისერი მტკიოდა ამდენი ტრიალისაგან,მაგრამ თავის ტრიალიც აზრიანი უნდა,თავის თავზე ეცინება გმირ მფრინავს.სწორედ აზრიან სირბილს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებსაც.
სოსო
28 სექტემბერი 2017 11:45
1
დორტმუნდთან კროოსი იყო საუკეთესო რომელმაც 12კილომეტრი ირბინა და დანარჩენი თქვენ თვითონ გამოიტანეტ დასკვნა ან იტყუებიან ან აპარატი ურევს და წაიგონ გააკეთონ
givi
27 სექტემბერი 2017 23:33
1
დავიჯერო ისეთი სწრაფი ტიპები ყავს ორვიე გუნდს რო ოთხმა კაცმა 30 კილომეტრიან ზღვარს გადააჭარბა? რაღაცას იტყუება ეგ პროგრამა თორე მართალი რო იყოს ზედმეტად ფენომენალური შედეგია მითუმეტეს ამ ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზზე. და ისეც ნებისმიერ ჩემპიონატში
k
27 სექტემბერი 2017 20:31
0
იაშვილი კარგი ფეხბურთელია.გაიტანეთ ლობჟანიძე,დვალიშვილი და მისნაირები და მიეცით ახალგაზრდებს საშვალება თამაშის.ვეღარც დადიან სირბილზე ლაპარაკი ზედმეტია.მშვენივრად გაძლიერდებოდა ნაკრები იაშვილით.ერთ - ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია.
ილია
27 სექტემბერი 2017 16:06
1
მშვენიერი მარჯვენა მცველია ნოდარ იაშვილი ყველა თამაშზე ბოლომდე იხარჯება.ჩემი აზრით იმსახურებს ნაკრებში სინჯებზე გამოძახებას მაინც.ლობჟანიძე ამ მომენტისათვის ნაკრებისთვის არაა გამოსადეგი ფეხბურთელი და დროა დაემშვიდობოს ნაკრებს.ასეთი სწრაფი და კარგი ფეხბურთელი ჩემი აზრით გამოადგება ნაკრებს.
გოგა
27 სექტემბერი 2017 15:57
1
ეს თუ სიმართლეა, მაშინ ყოჩაღ ლაკვეხელიანსა და იაშვილს, რომელთაგან პირველი რონალდუზე და მესიზე სწრაფი ყოფილა, ხოლო მეორე ცოტათი ჩამოუვარდება მესის.
ზაზა
27 სექტემბერი 2017 15:54
1

სიახლეები პოპულარული