მარსელომ მეტოქეს ფეხი მოსტეხა [VIDEO]

AutoSharing Option
კოპა ლიბერტადორესის თასზე, "ფლუმინენსესა" და "არგენტინოს ხუნიორსის" მატჩის 58-ე წუთზე, "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარსელომ მოწინააღმდეგე გუნდის მცველის, ლუსიანო სანჩესის წინააღმდეგ იუხეშა და ფეხი მოსტეხა.

მსაჯმა ბრაზილიელს დაუყოვნებლივ წითელი ბარათი უჩვენა. ბოლო ცნობებით, სანჩესმა შესაძლოა კარიერა ნაადრევად დაასრულოს.

მარსელომ სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით ლუსიანოს ბოდიში მოუხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

"ჩემს საფეხბურთო კარიერაში ეს დღე ყველაზე რთულია, ჩემს კოლეგას სრულიად უნებლიეთ ტრავმა მივაყენე. ლუსიანო სანჩესს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - დაწერა ბრაზილიელმა.

altმარსელომ თავის კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა

-31JAN/02/marcelo-1200x720.jpg" border="0" alt="alt" title="მარსელომ მეტოქეს ფეხი მოსტეხა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />მარსელო კვლავ უკლუბოდაა - "ოლიმპიაკოსთან" ხელშეკრულება გაწყვეტილია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული