როგორი საიტები აქვთ გუნდებს, რომლებსაც ევროთასებზე ასპარეზობა სურთ? რამდენად გამართული და ხელმისაწვდომია ვებგვერდები ქართველი და უცხოელი სტუმრისთვის?
გთავაზობთ ეროვნული ლიგის 6 კლუბის საიტის ანალიზს, რომელთაც ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე თამაშის ამბიცია აქვთ.
fcchikhura.ge
საჩხერის "ჩიხურა" ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად მონაწილეობს ევროპა ლიგის შესარჩევში, წელს კი იმერული გუნდი საქართველოს თასიდან ცდილობს საკვალიფიკაციოზე მოხვდეს.
პირველივე, რაც საიტზე შესვლისას თვალში საცემია, ეს სიახლეებია. მომავალ მატჩს მხოლოდ ფოტოთი, ტექსტის გარეშე
საიტზე, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზეა, ინფორმაციას კლუბში დასაქმებულთა შესახებ და კლუბის ისტორიაზეც ვიგებთ.
ახალგაზრდულ გუნდებზე მხოლოდ ფოტოებია განთავსებული და ერთადერთი ლინკი ფედერაციის საიტზე გვამისამართებს. მატჩების ველში არ მუშაობს ეროვნული ლიგის კალენდარი. ვერ შეიტყობთ, "ჩიხურას" ვისთან ელის მომავალი შეხვედრები და ჩატარებული თამაშების ანგარიშებიც არ ჩანს.
თუ რას წერს პრესა "ჩიხურაზე", საიტზე სულ 5 ლინკია წარმოდგენილი და ბოლო სიახლე 2016 წლის აგვისტოსია.
ვიდეოგალერეაში ძველი ვიდეოებია და ზოგიერთი არც ირთვება.
fcsaburtalo.ge
"საბურთალო" მე-5 ადგილზეა და საკვალიფიკაციო ზონაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
კლუბის საიტზე მთავარი სურათები გასაახლებელია. საიტის ქართულ ვერსიაზე ბოლო სიახლე დადებულია 8 სექტემბერს, ცხრილი კი მე-12 ტურის შემდეგ არ განახლებულა. თბილისელთა საიტს აქვს ინგლისური ვერსიაც, სადაც ბოლო სიახლე 2016 წლის 19 იანვრისაა.
შეუძლებელია გაიგო, ვინ თამაშობს ძირითად გუნდში და ვინ არიან მწვრთნელები სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში. შედარებით გამართულია კლუბის შესახებ ინფორმაცია და ადმინისტრაციის წარმომადგენლების გვერდი.
ფოტოგალერეა არის ძველი, ვიდეოგალერეაში 2015 წლის ვიდეოებია და საერთოდ გაუმართავია ინფრასტრუქტურის გვერდი.
fcloco.ge
"ლოკომოტივი" მე-4 ადგილზეა და 4 ქულა აშორებს უშუალო კონკურენტთან. საიტს აქვს ინგლისური ვერსიაც, რომელიც გამართულად მუშაობს.
სიახლეები დროულად იდება და მატჩის მიმოხილვაც სრულადაა წარმოდგენილი. კლუბის ისტორიის, მენეჯმენტისა და ბაზის შესახებ ინფორმაცია ქართულად წერია, მაგრამ ინგლისურ ვერსიაში მხოლოდ ფოტოა.
ასევე, ინფორმაცია სრულია კლუბის ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა და პერსონალზე. გამართულია ინფორმაცია მომავალ თამაშებსა და აკადემიაზე. მთავარი მინუსი ის არის, რომ გალერეაში ძველი ფოტოები და ვიდეოები დევს.
fcsamtredia.com
საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიის" საიტსაც აქვს ინგლისური ვერსია, მაგრამ არ მუშაობს...
ქართულ ენაზე სიახლეები დროულად იდება და მიმოხილვაცაა წარმოდგენილი. საიტზე წერია კლუბის პერსონალისა და ფეხბურთელების შესახებაც, უბრალოდ, დაბადების თარიღები არაზუსტადაა მითითებული.
ფოტოგალერეაში მხოლოდ 3 ფოტო დევს, ვიდეოგალერეაში - 6 ვიდეო, ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან ძველია. საიტზე ცხრილი განახლებულია, ხოლო წინა თამაშების ნახვა ტრანსლირების გვერდზეა შესაძლებელი.
fctorpedo.ge
"ტორპედო" მე-2 ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ქუთაისელთა საიტს ინგლისური და რუსული ვერსიაც აქვს, მაგრამ ენის შეცვლის მიუხედავად, სიახლეები მაინც ქართულ ენაზე გვხვდება.
საიტზე ცხრილი განახლებულია, მაგრამ ბომბარდირების ველში ინფორმაცია ძველია. საიტზე სიახლეები თემატურად მრავალფეროვანია, მიმოხილვები ამომწურავია, მაგრამ მატჩისწინა პრევიუები არ არის.
საიტზე საკმაოდ კარგადაა ნაჩვენები კლუბისა და ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია. შეგიძლიათ ძველ მატჩებსაც გადახედოთ, მაგრამ მომავალში ჩასატარებელი მხოლოდ ერთი შეხვედრაა წარმოდგენილი.
გაუმართავია ვიდეოგალერეა და ჭაბუკთა გუნდის შესახებ ინფორმაცია.
fcdinamo.ge
თბილისის "დინამო" პირველ ადგილზეა და ცდილობს პოზიციის შენარჩუნებას. თბილისური გუნდის საიტის ინგლისური ვერსია ისევე გამართულად მუშაობს, როგორც ქართული.
საიტზე შესაძლებელია გაეცნო "დინამოში" მიმდინარე სხვადასხვა სიახლეს. კლუბის მთავარი გვერდიდან გადავდივართ საკლუბო მაღაზიისა და აკადემიის გვერდებზე. ასევე, შეგვიძლია შევიძინოთ ბილეთები ან ჩამოვწეროთ აპლიკაცია.
კლუბის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია მოცემულია დაწვრილებით - ისტორიით დაწყებული და უნიფორმის დიზაინით დამთავრებული. კლუბის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზეც ინფორმაცია სრულად არის ნაჩვენები.
საიტი არის მრავალფუნქციური და საუკეთესოა ეროვნულ ლიგაში. სასურველი იქნებოდა, ეროვნული ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს მეტი ემუშავათ რებრენდინგზე და მიებაძათ თბილისური კლუბისთვის.
დავიწყე ვაკანსიების ძიება... შენც არ მომიკვდე არც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული იურიდიული პირებისათვის სავალდებულო ჰრ.გოვ.გე-ზე და არც სხვა ვაკანსიების საიტზე არაფერი ფეხბურთთან დაკავშირებულ ვაკანსიებზე. ცოტა ხნის მერე ფედერაციაში მმართველობის შეცვლამ ნათლად აჩვენა, რომ არც არაფერი გამოსწორდებოდა ამ მხრივ. კარგი ჯანდაბას 2-3 თვე მოხალისედ ვიმუშავებ-თქო (კვალიფიციურობის მიუხედავად), რა ვქნა მიყვარს ეს ფეხბურთი. ჰოდა დავიწყე ძიება... მხოლოდ 3-4 საიტი ვიპოვე, ფეისბუქ გვერდები კი ფაქტიუარდ მკვდარი ქონდათ.
აი ეს გამახსენდა ახლა და ასე გრძლად იმიტომ მოვყევი, რომ იგივე დასკვნამდე მივდივარ დღესაც: ასეთი საკლუბო მენეჯმენტის პირობებში არაფერი გამოვა. იმავე დინამოს იმიტომ აქვს კარგად საიტი და ფეისბუქ გვერდი, რომ ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ მაგაში. დიდი ფული ჩაყრა კი, ცოტა ეფექტს იძლევა.
ენის გადაყვანაშე მოცემული არაა მაგრამ შეგიძლიათ FCDINAMO.GE/ru/
ყველაზე ცუდი ფეისბუქ გვერდიც ალბათ სამტრედიას აქვს,იქ კიდევ გარეშე მნახველთა დაშინება,დედის საშოს გინება და ლანძღვა სიმართლის თქმისათვის ჩვეულ წესადაა ქცეული.
მე ფეხბრუთელებს კი არ ვლანძღავ(ისინი ყველანი ოქრო ბიჭები არიან ყველა გაგებით) ,არამედ კლუბის უმსგავსო მენეჯმენტს და იმათ ვინც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.ნახეთ ბათუმის დინამო როგორ მუშაობს ინფორმაციასთან ან თბილისის დინამო.