ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXIX ტურში ბათუმის "დინამომ" "რაგბი არენაზე" გორის "დილა" მიიღო და 1:0 დაამარცხა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მასპინძლებს აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდათ, პირველ ტაიმში ინიციატივასაც ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა მათმა საუკეთესო ბომბარდირმა იაროსლავ ვლასოვმა, რომელმაც ბურთი მკერდით ჩამოიღო, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

რაც შეეხება სტუმრებს, სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ერთ მომენტში მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა დავით კირკიტაძეს არ დაანება ანგარიშის გახსნა.

ნაანტრაქტევს აჭარული გუნდის გამოცდილმა ნახევარმცველმა ელგუჯა გრიგალაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დალაშქრა მიხეილ მუჯრიშვილის
(58) კარი.

დარჩენილ დროში ბათუმელებმა მოახერხეს სასურველი ანგარიშის შენარჩუნება, 32 ქულით ისევ მე-8 ადგილზე არიან, მაგრამ ახლა "დილას" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს მსაჯმა უხეშობისთვის მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა გორელი გოდერძი მაჩაიძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია დილა ისევ არ გააგრძელებს წაგების სერიებს დარჩენილ თამაშებში. მიდით ბიჭებო ისევ გამარჯვებით ვიაროთ და გამოვასწოროთ ყველაფერი!
Dragonfly
17 ოქტომბერი 2017 09:22
0

სიახლეები პოპულარული