ეროვნული ლიგა. XXX ტური: "ჩიხურამ“ "შუქურა“ 90-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატის XXX ტურში ქობულეთის "შუქურამ“ ბათუმის "რაგბი არენაზე“ საჩხერის "ჩიხურას“ უმასპინძლა.

პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მიხეილ სარდალიშვილს ორჯერ არ დაანება კარის აღება გიორგი სომხიშვილმა. შესვენების წინ კი უკვე მასპინძლებს ქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, როდესაც პირისპირ გასული კობა შალამბერიძის დარტყმული ბურთი ზურაბ მწყერაშვილმა მოიგერია.

მეორე ტაიმში ინიციატივას ზღვისპირელები დაეუფლნენ, უტევდნენ კიდეც, თუმცა ვერ გაიტანეს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი კონტრშეტევაზე გიორგი ივანიშვილის პასით სარდალიშვილმა დალაშქრა სომხიშვილის კარი - 0:1.

"ჩიხურა“ 43
ქულით კვლავ მე-6 ადგილზეა, ხოლო "შუქურა“ 13 ქულით აუტსაიდერია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
3 წუთი დაამატა ვადაჭკორიამ და 95 წუთზე ჰეგვიგდეს გოლი რატო არ დაამთავრა თავის დროზე თამაში რატო გადააშორა 2 წუთი ვინ ჩაგრავს შუქურას რა თქმა უნდა ფედერაცია რატო არ გვაძლევენ ქობულეთში თამაშის უფლებას ნოხის გამო სამტრედიაშიც ხო ნოხია ვნახოთ ვადაჭკორიას თუ დასჯის ესტეკა 3 წუთის ნაცვლად 5 წუთი რო ათამაშა გუნდები
ლევანი ლაბაძე
08:03 19-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული