დილა-დინამო (თბ) 1:2 - ლაშა თოთაძის ქვე­მე­ხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უაღ­რე­სად დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა გორ­ში გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩი ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თ­ვის მებ­რ­ძოლ "დი­ნა­მო­სა" და ეროვ­ნულ ლი­გა 1-ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძოლ "დი­ლას" შო­რის.

თბი­ლი­სე­ლებ­მა თა­ვი­სი მიზ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მი ქუ­ლა ცენ­ტ­რა­ლუ­რი მცვე­ლის ლა­შა თო­თა­ძის დუბ­ლის წყა­ლო­ბით აიღეს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ფეხ­ბურ­თე­ლის მი­ერ გა­ტა­ნი­ლი მე­ო­რე, ანუ გა­მარ­ჯ­ვე­ბის გო­ლია გა­მო­სარ­ჩე­ვი, რო­დე­საც თო­თა­ძემ სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მი­სას ძა­ლი­ან შო­რი­დან - ქვე­მე­ხი­ვით გა­ის­რო­ლა და მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვე­ნივ­რად მო­თა­მა­შე მუჯ­რიშ­ვილს დი­დე­ბუ­ლი გო­ლი გა­უ­ტა­ნა.

"დი­ნა­მომ" და­საწყი­სი­დან­ვე აქ­ცენ­ტი ბურ­თის ფლო­ბა­სა და მო­ედ­ნის ცენ­ტ­რ­ში დო­მი­ნი­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თა, თუმ­ცა "დი­ლა" სა­კუ­თარ ნა­ხე­ვარ­ზე ყუ­რადღე­ბით თა­მა­შობ­და და
მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს სა­ჯა­რი­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

სწო­რედ ამ დროს და­არ­ტყა თო­თა­ძემ პირ­ვე­ლად შო­რე­უ­ლი სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მა, ოღონდ, აქ მუჯ­რიშ­ვილს არ გას­ჭირ­ვე­ბია გუნ­დის გა­დარ­ჩე­ნა.

თა­ვის მხრივ, გო­რე­ლე­ბი სწრა­ფი კონ­ტ­რი­ე­რი­შე­ბით აპი­რებ­დ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის შე­წუ­ხე­ბას. სიმ­წ­ვა­ვეც არ აკ­ლ­და მათ მოქ­მე­დე­ბას, ერ­თხელ გო­ლიც გა­ი­ტა­ნეს (ნო­ნი­კაშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც რე­ფე­რიმ ჯერ ჩათ­ვა­ლა, თუმ­ცა მე­რე გა­ა­უქ­მა და ტრი­ბუ­ნე­ბი­დან პა­სუ­ხად გვა­რი­ა­ნი ქო­ქო­ლა მი­ი­ღო. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ მსა­ჯის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზე ხში­რად აპე­ლი­რებ­დ­ნენ ორი­ვე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი თუ სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბე­ბი.

ტა­ი­მის შუ­ა­ლე­დი­დან თა­მა­შის ტემ­პ­მა კი­დევ უფ­რო იმა­ტა. ორი­ვე გუნ­დი სწრა­ფად ახორ­ცი­ე­ლებ­და იერი­შებს და ორი­ვე გუნ­დის კა­რებ­თან სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტე­ბიც ვი­ხი­ლეთ. ერ­თხანს "დი­ლამ" დრო­ის არ­ც­თუ დიდ მო­ნაკ­ვეთ­ში ზე­დი­ზედ რამ­დენ­ჯერ­მე მწვა­ვედ უჩხ­ვ­ლი­ტა "დი­ნა­მოს". უფ­რო აქ­ტი­უ­რი იყო მა­თი შე­ტე­ვის მარ­ჯ­ვე­ნა ფლან­გი, სა­ი­და­ნაც პედ­რი­ნიო აწუ­ხებ­და თბი­ლი­სე­ლებს, მე-40 წუთ­ზე კი ისევ ამ ფრთი­დან უკ­ვე გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ ისარ­გებ­ლა მცვე­ლე­ბის შეც­დო­მით, კარ­გად შე­იჭ­რა სა­ჯა­რი­მო­ში და ლი­ტოვ­ჩენ­კო­საც აჯო­ბა - 1:0.

მე­ო­რე ტა­იმ­ში, რო­გორც მო­სა­ლო­დ­ნე­ლი იყო, სტუმ­რებ­მა მე­ტი მონ­დო­მე­ბით შე­უ­ტი­ეს. ისი­ნი დიდ­ხანს ათა­მა­შებ­დ­ნენ ბურთს და ეძებ­დ­ნენ კომ­ბი­ნა­ცი­ა­თა დას­კ­ვ­ნით ფა­ზა­ში უმ­ჯო­ბეს გზას ხე­ი­რის სა­ნა­ხა­ვად.

პა­რა­ლე­ლუ­რად გი­ორ­გი და­რა­სე­ლი­ას შე­გირ­დე­ბი სა­კუ­თა­რი კა­რის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე გა­ათ­მა­გე­ბით ზრუ­ნავ­დ­ნენ და თან ცდი­ლობ­დ­ნენ თბი­ლი­სე­ლე­ბის შეც­დო­მებ­ზე ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ჩა­საფ­რე­ბულ­ნი.

გო­რე­ლებს დაღ­ლა უფ­რო ად­რე და­ეტყოთ. შეც­ვ­ლე­ბის გზით ვი­თა­რე­ბის სა­თა­ვი­სოდ და­რე­გუ­ლი­რე­ბას და­რა­სე­ლი­აც შე­ე­ცა­და, მაგ­რამ კახა კა­ჭა­რა­ვას გუნ­დი სულ უფ­რო დიდ დროს ატა­რებ­და მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზეც და კა­რის სი­ახ­ლო­ვე­საც.

შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ტა გო­რე­ლე­ბის ოფ­ლის­ღ­ვ­რა­მაც სა­კუ­თა­რი კა­რის უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის ზრუნ­ვი­სას. 69-ე წუთ­ზე დი­ნა­მო­ელ ქოჩ­ლა­ძეს ბრწყინ­ვა­ლე მო­მენ­ტი შე­ექ­მ­ნა, მას უბ­რა­ლოდ მარ­თებ­და გა­ტა­ნა, თუმ­ცა მუჯ­რიშ­ვი­ლი ამ შეხ­ვედ­რა­ში კი­დევ ერ­თხელ გა­ი­სარ­ჯა შე­სა­ნიშ­ნა­ვად.

ჩან­და, რომ მე­ტის­მე­ტად უკან­და­ხე­ულ მას­პინ­ძ­ლებს კა­რის მშრა­ლად შე­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი გო­ლი კი­დეც გა­ვი­და. 82-ე წუთ­ზე ქავ­თა­რა­ძემ პე­ნალ­ტი მო­ი­ნა­დი­რა, ხო­ლო თო­თა­ძემ მი­სი რე­ა­ლი­ზე­ბი­სას პირ­ვე­ლად გა­ა­ხა­რა თა­ვი­სი ქო­მა­გე­ბი - ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბა გა­თა­ნაბ­რ­და.

გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლის მე­რე "დი­ლა" გატყ­და. გო­რე­ლებს უაღ­რე­სად უჭირ­დათ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის შე­ტე­ვე­ბის გაძ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თით­ქოს არა­ლო­გი­კუ­რი არ იქ­ნე­ბო­და, რომ ქუ­ლა მა­ინც დარ­ჩე­ნო­დათ მას­პინ­ძ­ლებს, თუმ­ცა თო­თა­ძე ასე არ ფიქ­რობ­და - გა­ის­რო­ლა და გო­რე­ლებს ქუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დიც მო­უკ­ლა.

მატჩის სტენოგრამა
5" - თო­თა­ძემ და­ახ­ლო­ე­ბით 35 მე­ტ­­რი­დან სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მა კარ­ში კი გაგ­ზავ­ნა, მაგ­რამ მუჯ­რიშ­ვილ­მა აი­ღო.
11" - ქარ­და­ვას შო­რე­უ­ლი დარ­ტყ­მუ­ლი სა­ხი­ფა­თო გა­მოდ­გა, მაგ­რამ მუჯ­რიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რა­დაც ზუს­ტად მოქ­მე­დებ­და და კუთხურ­ზე მო­ი­გე­რია ბურ­თი.
16" - აბუ­ბა­ქა­რის პასს კარ­გად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი და გა­ი­ტა­ნა კი­დეც, ოღონდ, ხო­რა­ვამ ჯერ ჩათ­ვა­ლა, შემ­დეგ თა­მაშ­გა­რედ მი­იჩ­ნია და გა­ა­უქ­მა გო­ლი.
20" - პედ­რი­ნი­ომ სა­ხი­ფა­თოდ ჩა­აწო­და და "დი­ნა­მო" გა­დარ­ჩა.
26" - გი­ორ­გი ფან­ცუ­ლაია სწრა­ფი კონ­ტ­რ­შე­ტე­ვი­სას პირ­და­პირ სა­ჯა­რი­მოს ხაზ­ზე წა­აქ­ცი­ეს. სტუ­მარ­თათ­ვის მე­ტად სა­ხი­ფა­თო სტან­დარ­ტი პედ­რი­ნი­ომ მცი­რე­ო­დენ არა­ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა.
39" - დი­ნა­მო­ელ­თა სა­ხი­ფა­თო კუ­თხუ­რი­სას მი­ქელ­თა­ძემ ვერ შეძ­ლო "დი­ლას" კა­რის აღე­ბა.
40" - გო­ლი! სტუ­მარ­თა მცვე­ლებ­მა და­უშ­ვეს შეც­დო­მა, რის შე­დე­გა­დაც ბურ­თი ფან­ცუ­ლა­ი­ამ მი­ი­ღო, რო­მელ­მაც ჩა­მო­ი­შო­რა მე­ურ­ვე და ლი­ტოვ­ჩენ­კოს ფე­ხებ­შო­რის გა­უ­ტა­ნა - 1:0.
69" - გო­რე­ლი მცვე­ლე­ბის შეც­დო­მამ ქოჩ­ლა­ძეს მის­ცა გა­ტა­ნის ჩი­ნე­ბუ­ლი შან­სი, მაგ­რამ პი­რის­პირ გა­სულ­მა გოლ­კი­პერს ვერ აჯობ­ა, ხოლო ქავ­თა­რა­ძემ ვერც მო­გე­რი­ე­ბულს და­ა­მა­ტა რი­გი­ა­ნად.
77" - კო­ბო­უ­რის შო­რე­უ­ლი დარ­ტყ­მა ას­ც­და მი­ზანს.
82" - გო­ლი! კა­რის სი­ახ­ლო­ვეს ალ­ექ­სან­დ­რე კვა­ხა­ძემ ქავ­თა­რა­ძე წა­აქ­ცია. მსაჯ­მა უყოყ­მა­ნოდ და­ნიშ­ნა პე­ნალ­ტი, რაც თო­თა­ძემ გო­ლად აქ­ცია - 1:1.
85" - შუ­ლა­ი­ას ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი მი­ქელ­თა­ძემ მი­წა­ზე და­უშ­ვებ­ლად გაგ­ზავ­ნა კა­რის­კენ და საკ­მა­ოდ ეფექ­ტურ გოლ­საც გა­ი­ტან­და, რომ არა მუჯ­რიშ­ვი­ლის ჩი­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცია.
90+3" - კა­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 35 მეტ­რ­ში და­ნიშ­ნუ­ლი სა­ჯა­რი­მო თო­თა­ძემ "ქვე­მე­ხი­ვით გა­ის­რო­ლა" კა­რის­კენ და თა­ვის გუნდს 3 ქუ­ლა მო­უ­ტა­ნა.

19.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-დინამო (თბ) 1:2
1:0 ფან­ცუ­ლაია (40), 1:1 თო­თა­ძე (83-პენ), 1:2 თო­თა­ძე (90+3)
დი­ლა (4-5-1): მუჯ­რიშ­ვი­ლი - აბუ­ბა­ქა­რი (46. პა­პა­ვა), ფოფხა­ძე, კვა­ხა­ძე, მო­რა­სი - კირ­კი­ტა­ძე, რაზ­მა­ძე, წი­ქა­რი­ძე (76. ფლა­ვიო), პედ­რი­ნიო, ნო­ნი­კაშ­ვი­ლი - ფან­ცუ­ლაია (71. მო­დე­ბა­ძე).
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: ბე­გაშ­ვი­ლი, ჰე­ი­ფორ­დი, ქარ­ქუ­ზაშ­ვი­ლი, აშორ­ტია
მწვრთნე­ლი: გი­ორ­გი და­რა­სე­ლია
დი­ნა­მო (4-5-1): ლი­ტოვ­ჩენ­კო - გე­გეჭ­კო­რი, სა­ლუქ­ვა­ძე, თო­თა­ძე, კო­ბო­უ­რი - შუ­ლაია (90. კუ­ცია), ზა­რია (66. ქოჩ­ლა­ძე), კი­ტე­იშ­ვი­ლი, ქარ­და­ვა, მი­ქელ­თა­ძე - ქავ­თა­რა­ძე.
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: რე­ვიშ­ვი­ლი, მი­შენ­კო, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, ალიუ, ნი­ნუა
მწვრთნე­ლი: კა­ხა კა­ჭა­რა­ვა
გაფ­რ­თხი­ლე­ბა: კვა­ხა­ძე (82), შუ­ლაია (89)
არ­ბიტ­რი: ჯ. ხო­რა­ვა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რატო იწყება მიმოხილვა 38 ე წუთიდან და რატო არ იწყება მე-14 ე წუთიდან დაინახოს ხალხმა თამაშგარე იყო და 100% იანი გოლი არ ჩაუთვალეს დილას, მარა უბედურებაა ისაა რო არასდროს არაფერი არ გვეშველება.
მაგიტომ არის ბატონებო რომ ევრო სარბიელზე შედეგი 0 რომ გვაქვს.
bibo
20 ოქტომბერი 2017 12:10
2
ამ გუნდით რომ დინამო 1 ადგილზეა დიდი სირცვხილია! :( ფიფიას რას ერჩით აქ მაინც პირველზეა და ევროპაში ამინც ვერაფერს აკეთებს და ტყუილად რტო ხრჯოს ფული, ლოგიკურია სავსებით :(
დინამო
20 ოქტომბერი 2017 11:59
0
ეგ სირცხვილი კი არა ამ პატარა ბიჭების გმირობაა.
gio
20 ოქტომბერი 2017 12:43
2
უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი....
sircxvili
20 ოქტომბერი 2017 18:27
6
თუ სამტრედიამ ვერ მოუგო დინამოს 23-ში,მაშინ დინამოს ჩემპიონობა უკვე გადაწყვეტილი საქმეა.იმედი ვიქონიოთ რომ სამტრედიელები (მხოლოდ ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე ვამბობ) შეეცდებიან მოგებას.
ჰო აქვე დესერტად დავაყოლებ,ტორპედოსაც წაგებას ვუსურვებ მომავალ ტურში.
Jango
20 ოქტომბერი 2017 14:12
4
gio

გინდ დააყენე ,გინდა დააწვინე,ჩემპიონი შეიძლება იყოს ან სამტრედია ან დინამო,ტორპედო ამისათვის არაა მზად,ეს მოცემულობაა რომლის დანახვაც ბევრს არ უნდა.

რატომ სამტრედია? იმიტომ რომ ისეთი ფეხბურთელები ჰყავს ახლა რომ თუკი არავის გაუშვებს მაშინ გაისად ზაფხულისათვის სუპერ შეთამაშებული კლუბი იქნება. ეგაა რომ მენეჯმენტი ჰყავს არაპროფესიონალი და ფული აკლია ცოტა.

რატომ დინამო? იმიტომ რომ რესურსი აქვს ყველანაირი გაძლიერების და 500 000 ლარად არაა ნაყიდი...

რატომ არა ტორპედო? იმიტომ რომ რაც ახლა არიან ამაზე მეტი არ იქნებაინ თუ არ გაძლიერდნენ ძალიან მნიშვნელოვნად, რის გაკეთებასაც მისი მეპატრონე რომელმაც ასე იაფად იყიდა კლუბი, გაკეთებას არ აპირებს,გამკეთებლი გააკეთებდია რადგან როგორც სამტრედისი მაგალიტზე აღმონდა 3-4 თევში კლუბის საევროპოდ შეთამაშება ვერა და ვერ ხდება ქართულ პიორბებში,ეს აქსიომაა უკვე.

ეგაა და ეგ.
Jango
20 ოქტომბერი 2017 17:53
0
იმედია დინამო მოიგებს მაგრამ რომც ვერ მოიგოს არა მგონია ტორპედომ წინ გაუშვას. პირად მე სამტრედიის ჩემპიონობას ეჭვს ქვეშ დავაყენებდი
gio
20 ოქტომბერი 2017 15:21
1
მიმოხილვაში რომ მოუსმინე ამ მწვრთნელის მატჩის შემდგომ კომენტარს ეს თუ ასე ელაპარაკება ფეხბურთელებს კიდევ კარგად თამაშობენ მაშინ
Dragonfly
21 ოქტომბერი 2017 09:00
0
მეკარეები :-)
სისწრაფეები :-)
ან დინამო ან დილა :-)
Max Kurtis
21 ოქტომბერი 2017 01:18
0
დილას ეს შეხვედრა არ წაუგია - წ ა ა გ ე ბ ი ნ ე ს ! გუცაევი დიდი ფეხბურთელი იყო და ცოტათი სიმულიანტი. "დინამოს" დღევანდელი თავდამსხმელები კი - ცოტათი ფეხბურთელები არიან და ამასთან დიდი სიმულიანტები. ყველაფერი "ზემოთ" წყდებაა? გვინდა კი ესეთი ჩემპიონიი???
gori 2
20 ოქტომბერი 2017 20:37
6
თუ თვლი რომ დინამოს მოაგებინეს ალბატ გორელთა მეკარემ პირველ რიგში
გია
20 ოქტომბერი 2017 23:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული