ლაშა თოთაძე "ქართველი ჟუნინიო" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამოს" ბოლოდროინდელ მატჩებში ლაშა თოთაძე ნამდვილ მხსნელად მოევლინა.

19 ოქტომბერს 93-ე წუთზე გორის "დილასთან" მატჩში თოთაძის მიერ შესრულებულმა ულამაზესმა ჯარიმამ "დინამოს" გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლიც თოთაძემ გაიტანა, მაგრამ ამჯერად პენალტიდან.

- დილა-დინამო (თბ) 1:2 - ლაშა თოთაძის ქვე­მე­ხი [VIDEO]

ქართველი მცველის ანგარიშზე ბოლო 5 მატჩში 5 გოლია.

"დინამოდან" ფეხბურთელების წასვლის შემდეგ, თბილისურ კლუბს სიტუაცია გაურთულდა. მათი თამაში ისეთი დამაჯერებელი და მძლავი აღარ არის. ამ პირობებში კი გუნდის ბომბარდირობა 29 წლის მცველმა ითავა.

თოთაძეს ამ სეზონში ჯამში 6
ბურთი აქვს გატანილი, მათგან 4 ჯარიმიდან. მაგრამ, ჯარიმასაც გააჩნია, ის საკმაოდ შორიდან ურტყამს და ეფექტურად, ისე რომ "დინამო" ქულებს არ კარგავს.

მისი საჯარიმოების შემყურე "ლიონის" ბრაზიელი ნახევარმცველი ჟუნინიო პერნამბუკანოს გაგახსენდებათ, რომელიც აუღებელ საჯარიმო დარტყმებს ასრულებდა.

ვიდეო კოლაჟში თქვენ ნახავთ, ლაშას გოლებს 2015 წლის სეზონიდანაც. იმ პერიოდშიც, რამდენიმე თამაშის მიყოლებით ჯარიმიდან გაჰქონდა გოლები. ლაშას ბოლნისის "სიონშიც" აქვს სამი გოლი გატანილი, მაგრამ სამწუხაროდ ვიდეოების მოძიება ვერ მოხერხდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
Carmatebebi....
Manana(acyuri)
22:13 22-10-2017
0
გაფანატება არაა საჭირო, თუმცა კარგად ურტყამს... ეტყობა რომ არ იზარებს და დამატებით ვარჯიშობს დარტყმებზე...
დავითი
13:52 21-10-2017
1

სიახლეები პოპულარული