ეროვნული ლიგა. XXXII ტური: თბილისის "დინამო“ ქუთაისის "ტორპედოს“ 4 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXXII ტურში საჩხერეს "ჩიხურამ“ თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა თბილისის "დინამოს“ და დამარცხდა 1:3.

პირველ ტაიმში ანგარიში სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ქარდავამ გახსნა, შესვენების წინ კი თოთაძემ თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით მეორე გოლი გაუტანა მწყერაშვილს, რომელსაც განხორციელებული დარტყმის მანძილიდან გამომდინარე, ბურთის მოგერიება მართებდა.

მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში კვენაძემ ერთი გოლი კი გაქვითა და თითქოს შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნდა, მაგრამ 59-ე წუთზე შულაიამ საჩხერელთა კარი მესამედ დალაშქრა და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

მოკლედ, "დინამომ“ უახლოესი მდევარი ქუთაისის "ტორპედო“ 4
ქულით ჩამოიტოვა, ხოლო "ჩიხურა“ 46 ქულით კვლავ მე-6 ადგილზეა.

"ჩიხურა“: მწყერაშვილი (64. ჰამზიჩი), გრიგალაშვილი, მირცხულავა, ფონიავა, განუგრავა, კაკუბავა, ლექვთაძე, კვერნაძე (61. გაბედავა), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (67. ივანიშვილი), დეკანოიძე

"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა (90. გადრანი), ძარია (80. ნინუა), კიტეიშვილი, მიქელთაძე, შულაია, სალუქვაძე, კობოური, ქავთარაძე (83. ქოჩლაძე)

გოლები: ქარდავა, 15 (0:1), თოთაზე, 41 (0:2), კვერნაძე, 46 (1:2), შულაია, 59 (1:3)

გაფრთხილება: ჩიკვაიძე (50), თოთაძე (77)
მკითხველის კომენტარები / 11 /
ირაკლი, დათა, დავიჯერო მართლა ასეთი დილეტანტები ხართ? ანუ, თუ გუნდი მოუგებს ლიდერს გასვლაზე მერე სახლში აუცილებლად უნდა ამარცხებდეს ცხრილის შუაში მყოფს? რა ადვილად პროგნოზირებადი ჯოფილა ფეხბურთი! რაღად გინდათ მუშაობა - წადით და დადეთ ფსონები და მშვენივრად იცხოვრებთ. გამიგია ყველაფერში შავს ხედავდე? ახალგაზრდა ბიჭები თავს იკლავენ და ფედერაცია ჩემპიონობას ჩუქნისო. ამიტომაცაა, რომ ქუთაისში ქვების სროლა მთავარია (მე ქუთაისელი ვარ - ცნობისთვის) და... ეჰჰჰ. ეშველება რამე ჩვენ ფეხბურთს?
alexandre
13:57 29-10-2017
2
თუ დინამო ჩემპიონი გახდა,ერთი კომპლექტი მედლებისა ზედმეტი მიეცით ფრუიძისათვის!
data
07:52 29-10-2017
4

სიახლეები პოპულარული