13:59 06-11-2017
ტორპედო-სამტრედია - ორი ფრონტი, რთული მისია და... [VIDEO]
AutoSharing Option
პარალელურად, ქუთაისელები ჩემპიონობისთვისაც იბრძვიან, მაგრამ ეროვნულ ლიგაში საქმე გაცილებით რთულად აქვთ - მართალია, "სამტრედიის" დამარცხებით "ტორპედომ" პირველ ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა, მაგრამ დარჩენილ სამ ტურში "დინამოსთან" 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება...
იმერული დერბი ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ქუთაისურმა გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. გრიგოლ დოლიძის არყოფნაში ჩხეტიანმა მარჯვენა ფლანგზე, ვაჟა ტაბატაძესთან ერთად, ლევან კუტალია გაამწესა, რომელიც საწყისი წუთებიდანვე ძალიან აქტიური იყო. მარცხნივ კი გიორგი ქიმაძე და ბექა ტუღუში მოქმედებდნენ.
ქუთაისელებმა ცენტრშიც მოიპოვეს უპირატესობა, ბურთს ძირითადად ისინი ფლობდნენ და გოლიც არ დაუგვიანდათ. მართალია, ტუღუშს არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ თორნიკე კაპანაძემ არ გაუშვა შანსი ხელიდან და მასპინძლები სწრაფი გოლით დააწინაურა.
პირველ ტაიმში ქუთაისელებმა იმდენი საგოლე მომენტი შექმნეს, ორ შეხვედრას ეყოფოდა, მაგრამ ხან მიზანს ვერ ასწორებდნენ, ხანაც მეკარე ომარ მიგინეიშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხოლო, როცა ისიც უძლური იყო, ბურთი ან ძელს ხვდებოდა, ანდაც მცველებს გამოჰქონდათ კარის ხაზიდან.
რაც შეეხებათ სამტრედიელებს, ისინი უჩვეულოდ სუსტად თამაშობდნენ და პირველ ტაიმში მეტოქის კართან ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ. ტაიმის მიწურულს ჩხეტიანს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - გიორგი კუხიანიძე დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში შოთა ბაბუნაშვილი ჩაერთო.
შესვენების შემდეგ "ტორპედო" კვლავ აკონტროლებდა ბურთს და სახიფათოდაც უტევდა, მაგრამ სამტრედიელებიც აღარ იყვნენ პასიურები და ერთი-ორჯერ კარგადაც "გაისროლეს" კარისკენ. უჩა სოსიაშვილმა რიონისპირელთა "დასასჯელად" მინდორზე ყოფილი ტორპედოელი ნიკოლოზ საბანაძე შეუშვა, მაგრამ "ტორპედოს" დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო - საბანაძეს გოლის გატანის შანსი არ მისცემია.
ქუთაისელები "სახიფათო ანგარიშით" არ დაკმაყოფილდნენ. ისინი კვლავ აქტიურად უტევდნენ. შეუჩერებელი იყო კაპანაძე, რომელიც მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. მას ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ ცოტა ხანში დუბლი მაინც შეასრულა.
მეორე გოლის ეპიზოდში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბაბუნაშვილის კარგი გადაცემა თითქმის მოედნის ცენტრიდან, რომელიც შემდეგ საგოლე პასით ქიმაძემ გააგრძელა და "ელვამ" გოლით დააგვირგვინა...
მატჩის სტენოგრამა
4" - ტუღუშის "მოჭრილი" დარტყმა ჯერ მცველს, შემდეგ სტუმართა კარის ძელს მოხვდა.
13" - გოლი! კაპანაძემ ტაბატაძისგან აუტიდან მიიღო გადაცემა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მიგინეიშვილს აუღებელი დაურტყა - 1:0.
16" - გუგა ფალავანდიშვილის თავური ძელმა უკუაგდო. გამოვარდნილ ბურთს კუხიანიძე ამატებდა, მაგრამ მცველმა და მეკარემ ერთობლივად მოიგერიეს ბურთი, რომელიც კაპანაძეს მიუგორდა - "ელვამ" ამჯერად არაზუსტად დაარტყა.
22" - კუტალიას გამჭოლი გადაცემა სამტრედიელებმა ლამის საკუთარ კარში ჩაჭრეს - გიორგი მჭედლიშვილმა ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
33" - კაპანაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კუხიანიძე მეკარესთან პირისპირ რჩება, მაგრამ არაზუსტად ურტყამს.
39" - კაპანაძის გადაცემის შემდეგ კვლავ კუხიანიძე ურტყამს სახიფათოდ, მაგრამ ბურთს ამჯერად სამტრედიელთა მეკარე იგერიებს.
45+2" - კუტალიას გადაცემის შემდეგ ტუღუში ვარდნაში ურტყამს, მაგრამ სიზუსტე აკლდება.
47" - ტუღუში შესანიშნავი მოძრაობით უსხლტება მცველებს და ძლიერადაც ურტყამს, მაგრამ არაზუსტად.
50" - მანჯგალაძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მცირედით სცდება კარს.
58" - კაპანაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მიგინეიშვილმა დამაჯერებლად ითამაშა.
70" - გოლი! შოთა ბაბუნაშვილმა მოედნის ცენტრიდან მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ქიმაძე, რომელიც იქვე კაპანაძეს აწვდის და ანგარიში უპრობლემოდ ხდება 2:0.
71" - ოლაიტანის დარტყმული კვასხვაძემ მოიგერია.
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური
05.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-სამტრედია 2:0
1:0 კაპანაძე (13. ტაბატაძის პასით), 2:0 კაპანაძე (70. ქიმაძის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე - მამასახლისი (62. გიგაური), ფალავანდიშვილი - კუტალია, კუხიანიძე (45. ბაბუნაშვილი), ტუღუში - კაპანაძე (74. საღრიშვილი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, კორობკა, ბერიაშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სამტრედია (4-1-4-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, კასრაძე, ნდონგი, ბალდე (57. საბანაძე) - დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი (74. მარკოზაშვილი), მანჯგალაძე, გიი (87. სამუშია), ახალაძე, ოლაიტანი.
სათადარიგოები: სტურუა, გოგიაშვილი, მთივლიშვილი, ჯიქია,
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ოლაიტანი (31), ტაბატაძე (54), ნდონგი (61)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 15
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13
გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11
თ. კაპანაძე (ტორპედო) 11
მომდევნო ტური
17 ნოემბერი, პარასკევი
ჩიხურა-ტორპედო
18 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (თბ)
სამტრედია-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
დილა-ლოკომოტივი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ucha sosiashvilo wadi ? rac shen gaskete maseti cecadzes ar gauketebia. cecadzem tu waago tamashi dzalit waagebines msajebma da shen ras dasmsgavse gundi? soplis orgobeshi agar tamashoben maset pexburts wadi ra yvelani wadit da moiyvanet mcodne vinc pexburti icis. ert pas ver aketebs gundi sad aris is kombinaciebi cecadze ro atamashebda?
7
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული