ნახევარმცველი 30 გოლით - დათა სიჭინავა "რუსთავსა" და მომავალზე

AutoSharing Option
"რუსთავი" მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დათა სიჭინავაა, რომელმაც 30 გოლის გატანა შეძლო და ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა.

დათა სიჭინავას კლუბის წარმატებაზე და მის მომავალზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში გილოცავ "რუსთავის" უმაღლეს ლიგაში გადასვლას. რას ნიშნავს ეს შენთვის და კლუბისთვის?

- ემოციები ძალიან დიდია, "რუსთავი" ყოველთვის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, იბრძოდა ჩემპიონობისთვის და გამოდიოდა ევროთასებზე. ბოლო პერიოდში ჰქონდა კლუბს გარკვეული წარუმატებლობა, რის გამოც უმაღლესი ლიგიდან გავარდა. მაგრამ, დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, რათა შევძელით უმაღლეს ლიგაში
გადასვლა.

- რის ხარჯზე შეძლო "რუსთავმა", რომ ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესო ყოფილიყო?

- ჩვენ ვარსკვლავი ფეხბურთელები არ გვყავდა, გუნდში ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები. კლუბში არ იყო ცუდი სიტუაცია, მოგება-წაგებას ერთად ვიზიარებდით და შეკრული გუნდი ვიყავით, როგორც ფეხბურთელები ასევე სამწვრთნელო შტაბი, რის ხარჯზეც შევძელით უმაღლეს ლიგაში გადასვლა.

- და რა იქნება კლუბის მიზანი უმაღლეს ლიგაში?
- უმაღლეს ლიგაში "რუსთავი" არასდროს არ იყო გასავარდნ ზონაში, წინა წელს თუ არ ჩავთვლით. "რუსთავი" ეცდება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას, რა თქმა უნდა გვჭირდება გაძლიერება და ფეხბურთელების დამატება.

- საოცარი სტატისტიკა გაქვს, 30 გოლი გაიტანე და უმეტესობა ჯარიმა. თან ჯარიმასაც ხომ გააჩნია, საკმაოდ შორიდან ურტყავ. ელოდი, რომ ასეთ შედეგს დადებდი?
- არა, რა თქმა უნდა ნამდვილად არ ველოდი. თავდამსხმელი არ ვარ, ნახევარმცველისთვის 30 გოლი სეზონში არ არის ცუდი შედეგი. არც იყო ჩემი მიზანი ბომბარდირი გავმხდარიყავი, ჩემი სურვილი იყო გუნდს დავხმარებოდი. ისე გამოვიდა, რომ ჩემი სტანდარტულებითა და გოლებით გუნდს ბევრი გამარჯვება მოვუპოვეთ და გახარებული ვარ.

უმაღლეს ლიგაში ძალიან ბევრს გუნდში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი შედეგი არასდროს მქონია. მაგრამ, პირველ რიგში გახარებული ვარ იმით, რომ უმაღლეს ლიგაში გადავედით.

- რას ფიქრობ შეძლებ უმაღლეს ლიგაში ბომბარდირობისთვის ბრძოლას? და ისეთივე ჯარიმების გატანას, როგორიც ლიგა 2-ში გაგქონდა?
- ბომბარდირობისთვის ბრძოლა ასე კონკრეტულად არასდროს მდომებია, არც ახლა და არც მომავალში. უმაღლესშიც მქონდა ჯარიმები გატანალი.

ვერ ვიტყვი, რომ  მე-2 ლიგა დაბალი დონის ჩემპიონატი. აქაც არიან პროფესიონალი ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლეს ლიგაში თავისუფლად ითამაშებენ. ანუ ისეთი განსხვავება არ არის, რომ აქ გავიტანე და იქ ვერ გავიტან. ვერც იმას ვიტყვი, იქ ყველა ჯარიმას ზუსტად შევასრულებ, ვეცდები მაქსიმალურად.

- უმაღლეს ლიგაში ყოფნის დროს, ხშირად იცვლიდი კლუბებს. რა იყო მიზეზი რის გამოც აქამდე არ გქონდა ესეთი სტატისტიკა?

- ჩემთვის მიზანი იყო ამბიციურ გუნდში გადავსულიყავი. სულ მინდოდა ისეთ გუნდში ყოფნა, სადაც მოტივაცია მექნებოდა და მაღალი მიზნებისთვის იბრძოდნენ. ბოლოს ასეთ გუნდში "ტორპედოში" ვიყავი, იქ უკრაინელი მწვრთნელი ჩამოვიდა, რაღაც პრობლემები იყო და გადმოვედი "რუსთავში".

ლევან სილაგაძე და ვარლამ კილასონია შემხვდა, დამელაპარაკნენ, კარგი პროექტი ჰქონდათ, მიზანი იყო უმაღლეს ლიგაში გადასვლა და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება.

- ესეთი შედეგის მერე ბუნებრივია შეიძლება გაჩენილიყო დაინტერესება სხვა კლუბებიდან. ხომ არავის მოუმართავს რაიმე წინადადებით?
- ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის შემდეგ იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ ისეთ მომენტში დამიდგა "რუსთავი" გვერდში, მე ჩავთვალე საჭიროდ დავრჩენილიყავი კლუბში.

მომავალი გვიჩვენებს რა და როგორ იქნება. ჯერჯერობით არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას.

- რა არის შენი მიზანი ან ერთგვარი ოცნება?

- ისეთი ფეხბურთელი არ არსებობს, რომლის ოცნებაც არ არის ეროვნულ ნაკრებში თამაში. 28 წლის ვარ და თუ კაი ფორმაში ვიქნები ამ პერიოდის განმავლობაში, ხოლო ეროვნულ ნაკრებს თუ რამეში გამოვადგები, მზად ვარ ვითამაშო

ჩემი მიზანია, იმ გუნდში სადაც ვიქნები მაღალი მიზნებისთვის იბრძოდეს.

- ეროვნული ლიგის ახალი წევრის ვინაობა ცნობილია!
მკითხველის კომენტარები / 1 /
Yochag! Kargi pexburteli xar! Nakrebshi asetebi gvchirdeba! Carmatebebi shen sapexburto karierashi!
Temo
14:05 22-11-2017
1

სიახლეები პოპულარული