დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.
მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.
საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
შემადგენლობები:
თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი
ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')
18:57 26-11-2017
15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
წარაკუა ვაი გულშემატკივრებმა, კი სადაც საჭიროა იქ ივარგონ და არა სტადიონის დარბევაში (ცუილები და კუანები)