რას წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca დინამო-ტორპედოს მატჩზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ფინალს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.com გამოეხმაურა:

"თბილისის "დინამოს" მხოლოდ ქულა სჭირდებოდა, რათა საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო. ის საკუთარ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს უპირისპირდებოდა, რომელიც მეორე ადგილზე იყო.

სცენარი ერთნაირად ვითარდებოდა, სანამ 74-ე წუთზე კაპანაძემ არ დააწინაურა ქუთაისური გუნდი. "დინამოს" კი გოლი უნდოდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო.

96-ე წუთზე კი თბილისელებს ამის შანსი მიეცათ, რადგან მსაჯმა პენალტი დანიშნა. კიტეიშვილის დარტყმული კი როინ კვასხვაძემ მოიგერია და "ტორპედო" 15 წლის შემდეგ კვლავ ჩემპიონი გახდა.

ეს ისტორია ძალიან ჰგავს 1994 წლის ესპანეთის პირველი ლიგის ბოლო
ტურს. თუ "დეპორტივო" "ვალენსიასთან" გაიტანდა პენალტს, ისინი ხდებოდნენ ჩემპიონები, თუმცა მაშინ მიროსლავ ჯუკიჩს მეკარემ აუღო, ხოლო საბოლოოდ ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა."

მკითხველის კომენტარები / 13 /
fsiuuu-ს მეგობარო ერთი ამ გადმოსახედიდან შეგახედა თუ როგორ სჩანს ის,რასაც თქვენ სამართლიანს და ჭეშმარიტ ქართულს ეძახით.წლების მანძილზე ამდენი ცინიზმი და არაფრად ჩაგდება დანარჩენი საქართველოსი აბა ეს რა ქართველობაა?
გიოშა
14:35 19-12-2017
0
გიოშა-ს მეგობარო რაც გინდა არასწორი იყოს მსაჯი, იმ ფულს რასაც სკამების შეკეთებას სჭირდება არც ტორპედო იხდის, არც მსაჯი და არც ფეხბურთელები, ამ თანხას დინამო იხდის და რაც არუნდა იყოს არ არის კარგი საქციელი, მითუმეტეს ქუთაისელების საუბრებიდან და წამოძახილებიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მგონია არა ქართველები არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ!
fsiuuu
23:35 04-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული