რას წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca დინამო-ტორპედოს მატჩზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ფინალს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.com გამოეხმაურა:

"თბილისის "დინამოს" მხოლოდ ქულა სჭირდებოდა, რათა საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო. ის საკუთარ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს უპირისპირდებოდა, რომელიც მეორე ადგილზე იყო.

სცენარი ერთნაირად ვითარდებოდა, სანამ 74-ე წუთზე კაპანაძემ არ დააწინაურა ქუთაისური გუნდი. "დინამოს" კი გოლი უნდოდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო.

96-ე წუთზე კი თბილისელებს ამის შანსი მიეცათ, რადგან მსაჯმა პენალტი დანიშნა. კიტეიშვილის დარტყმული კი როინ კვასხვაძემ მოიგერია და "ტორპედო" 15 წლის შემდეგ კვლავ ჩემპიონი გახდა.

ეს ისტორია ძალიან ჰგავს 1994 წლის ესპანეთის პირველი ლიგის ბოლო
ტურს. თუ "დეპორტივო" "ვალენსიასთან" გაიტანდა პენალტს, ისინი ხდებოდნენ ჩემპიონები, თუმცა მაშინ მიროსლავ ჯუკიჩს მეკარემ აუღო, ხოლო საბოლოოდ ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა."

მკითხველის კომენტარები / 13 /
კი ხულიგნობაა,მაგრამ ეგაა მებრძოლი სული თუ კი სიმართლისთვის იბრძვი და არა პროვოკაციისათვის.სწორედ ამგვარად იქცევიან ინგლისელი ფანები როცა სიმართლისთვის იბრძვიან არ მაქვს მხედველობაში სისხლის სამართლის ერთეული მთვრალი იდიოტების ქმედებანი,დამიტომაცაა ინგლისი დიდი ქვეყანა გთხოვთ დაბეჭდეთ ჩემი მესიჯი სტატიაზე ვიდეოთი- გადაწვით ამათი.....მომავალი თაობებისთვის,ერთიანობისთვის
დიდი ბრიტანეთიდან
14:09 28-11-2017
18
ტორპედო ჯაველინივით მისდევდა დინამოს და ბოლოს მაინც ააფეთქა. ეს უკვე ხასიათია. გენაცვალეთ ბიჭებო. ჩემპიონთა ლიგისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და გავახაროთ საქართველო! გილოცავთ გულით და სულით!
legion provisus (ქუთაისი)
11:24 29-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული