რას წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca დინამო-ტორპედოს მატჩზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ფინალს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.com გამოეხმაურა:

"თბილისის "დინამოს" მხოლოდ ქულა სჭირდებოდა, რათა საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო. ის საკუთარ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს უპირისპირდებოდა, რომელიც მეორე ადგილზე იყო.

სცენარი ერთნაირად ვითარდებოდა, სანამ 74-ე წუთზე კაპანაძემ არ დააწინაურა ქუთაისური გუნდი. "დინამოს" კი გოლი უნდოდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო.

96-ე წუთზე კი თბილისელებს ამის შანსი მიეცათ, რადგან მსაჯმა პენალტი დანიშნა. კიტეიშვილის დარტყმული კი როინ კვასხვაძემ მოიგერია და "ტორპედო" 15 წლის შემდეგ კვლავ ჩემპიონი გახდა.

ეს ისტორია ძალიან ჰგავს 1994 წლის ესპანეთის პირველი ლიგის ბოლო
ტურს. თუ "დეპორტივო" "ვალენსიასთან" გაიტანდა პენალტს, ისინი ხდებოდნენ ჩემპიონები, თუმცა მაშინ მიროსლავ ჯუკიჩს მეკარემ აუღო, ხოლო საბოლოოდ ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა."

მკითხველის კომენტარები / 13 /
fsiuuu-ს მეგობარო ერთი ამ გადმოსახედიდან შეგახედა თუ როგორ სჩანს ის,რასაც თქვენ სამართლიანს და ჭეშმარიტ ქართულს ეძახით.წლების მანძილზე ამდენი ცინიზმი და არაფრად ჩაგდება დანარჩენი საქართველოსი აბა ეს რა ქართველობაა?
გიოშა
19 დეკემბერი 2017 14:35
0
გიოშა-ს მეგობარო რაც გინდა არასწორი იყოს მსაჯი, იმ ფულს რასაც სკამების შეკეთებას სჭირდება არც ტორპედო იხდის, არც მსაჯი და არც ფეხბურთელები, ამ თანხას დინამო იხდის და რაც არუნდა იყოს არ არის კარგი საქციელი, მითუმეტეს ქუთაისელების საუბრებიდან და წამოძახილებიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მგონია არა ქართველები არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ!
fsiuuu
04 დეკემბერი 2017 23:35
1
ვიღაც ხულიგანის და ვითომ ბალენშიკის გამო...???
ამ ხალხს სტადინზე შემოსვლისთანავე ხომ არ ჩაუდენიათ ეს უმსგავსოება?პირველ ტაიმში ტორპედოელის მიერ გატანილი ულამაზესი გოლის სამართლიანად არ ჩათვლის შემდგომაც არაფერი მომხდარა. ასე ხელაღებით მათზე ხულიგანის და ვითომ ბალეშიკის იარლიყის მიწებება არასწორად მიმაჩნია.ეს ხალხი მთელი წლის მანძილზე დიდ სიყვარულს გამოხატავდა თავისი გუნდის მიმართ!სყვარელი გუნდის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში უნამუსო მსაჯის მიერ მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ისინი წყობიდან გამოიყვანა.
გიოშა
01 დეკემბერი 2017 15:47
0
პატივცემულო თბილისელებო,თქვენი ცინიზმი და უპატივცმულობა დანარჩენი საქართველოს მიმართ იწვევს ადამიანების აღშფოთებას,მათ მიერ ჩადენილ უმსგავსო საქციელს.მსაჯმა შანსი მისცა დინამოს(დედაქალაქურ ტიტულოვან გუნდს) ნაცვლად იმისა,რომ დაეფიქსირებინა კოვტალიუკის მიერ აშკარად წესებს დარღვევა.ეს იყო დიდი უპატივცემულობა და არაფრად ჩაგდება ქუთაისის და ქუთაისელების,რამაც გამოიწვია შემდგომი მოვლენები.
გიოშა
01 დეკემბერი 2017 13:54
0
უკვე მერემდენედ უნდა დავწერო. ქუთაისელი ბევრი მეგობარი მყავს და არასდროს არ შემიმჩნევია სიძულვილი ქონდეს თბილისის და საქართველოს მიმართ. რა მოხდა დინამოზე? მოხდა ის რაც ესეთ არასამართლიანი გადაწყვეტილების დროს ხდება ხოლმე. თუ ვინმეს გგონია,რომ ეს ხალხი ბარბაროსები არიან ძალიან ცდებიან,რადგან ფანის ემოცია განუსაზღვრელია და ვერ დადანაშაულებს იმაში,რომ უყვართ თავის გუნდი და უსამართლობას აპროტესტებენ. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა,როცა 17 წლამდელები უკრაინასთან 1-0 იგებდნენ და ეს საკმარისი იყო შემდეგ ეტაპისთვის გასასვლელად. მსაჯმა დამატებულ დროს გადააბიჯა და სიმწრისგან 2 თუ 3 სკამი შეწირა ლოკომოტივზე. ვინანე შემდეგ მარა იმ წუთას ვერ ვფიქრობდი საღად. ოღონდ მოეგო საქართველოს და გასულიყვნენ ევროპაზე,ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. ყველა ვინც ნამდვილი ფანია და იცის რა არის ნამდვილი გულშემატკივრობა ის მიხვდება და გაუგებს ქუთათურებს. მტვრევა კარგი არ არის რათმაუნდა მაგრამ რატო მოხდა ეს ყველაფერი ესეც გასათვალისწინებელია. იქ მეც ვფიქრობ რომ ჯარიმა იყო და არა პენალტი,მაგრამ მსაჯმა პენალტი დანიშნა. პენალტი,რომ მოიგერია მაშინ ვთქვი რო სამართალმა პური ჭამა. ვულოცავ ქუთათურებს 15 წლის შემდეგ ჩემპიონობას და მიუხედავად იმისა,რომ არ ტორპედოს ფანი სულით და გულით ვუბალეშიკებ ჩემ. ლიგაზე. დავანებოთ ერთმანეთის სიძულვილს თავი და გაუგოთ ამ ხალხს. მე პრადად ვიტყვი,რომ ეს ხალხი ამ საქციელს ნანობს ისევე,როგორც მე ვინანე თავის დროზე და ეს ბევრ რამეს ნიშნავს. გაგუგებარია ის ფაქტი,რომ ზოგი ისეთ რაღაც უაზრობებს საუბრობს ამ თემაზე და მათ ვეტყვი დავანებოთ თავი კლავიატურით ქიშპობას და ერთმანეთის პატიებაზე(საპატიებელი არაფერი აქვთ ჩემი აზრით ამ ხალხს) ვიქიროთ,ამით ეშველაბა ყველაფერს ჩვენ ქვეყანაში. ვიზრუნოთ იმაზე რომ საკუთარი თავი განვავითაროთ და მივხედოთ ფეხბურთსაც და სხვა დანარჩენსაც. ერთად ყოფნით ყველაფერს შევძლებთ
ქართველი
01 დეკემბერი 2017 10:19
0
მოგმართავთ „ ჯაბა„ - - არასდროს არ გაბედო ესეთი გამონათქვამის რომ არ უყვართ თბილისი და მაინც აქ ჩამოდიანო, ხელმეორედ გამეორება.,რადგან ყველა ნამდვილი ქუთაისელისათვის წმინდა და წმინდაა სამშობლო და ჩვენი დედაქალაქი „თბილისი„ და იცოდე შენი გასარჩევი არ არის თუ რომელ კუთხიდან ჩამოვლიან დედაქალაქში ,ეს იქნება „აფხაზი, იმერელი რაჭველი,აჭარელი ქართლელი, სამეგრელოელი, მთიული,ხევსური, თუში,ოსი,გურული,ლეჩხუმელი , კახელი,და თვითონ თბილისელი,ჩვენ ყველა ბედრკული საქართველოს შვილები ვართ,და კიარ ვშხამოთ ერთმანეთი ვიღაც ხულიგანის და ვითომ ბალენშიკის გამო,არამედ მოდი დავიწყოთ იმაზე ფიქრი რომ დავაფასოდ ერთმანეთი და გვიყვარდეს სამშობლო და ერთმანეთი უპირველესად. აუცილებლად დასასჯელია ყველა ხულიგანი,აგრეთთვე დასასჯელია თამაშის მსაჯი ბატონი ვადაჭკორია,რომლის დანაშაულის გამო შეიძლება უბედურება დატრიალებულიყო,რადგან მანამდე იყო,, ჯარიმა,,, სანამ გაწირავდა ტორპედოს და უსამართლო პენალტის დანიშნავდა. ყველამ ხმა ამოვიღოდ და მოვთხოვოთ ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობას რომ სათანადოდ მოემზადონ ლიგისათვის და სრულფასოვანი ფეხბურთელები შეიძინონ,რომ საქართველო არ შეარცხვინონ,კმარა ამდენი შერცხვენა ევროპაში. მე პირადად ბატონო ჯაბავ „თბილისელი ვარ და სამშობლოსათვის და კანონის , ოღონდ სამართლიანის აღ სრულებისათვის მზად ვარ ვემსახურო საქართველოს,
ქართული სული
29 ნოემბერი 2017 16:01
2
წლების მანძილზე თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები აურზაურით. ჩხუბით და ლანძღვაგინებით გამოირჩევიან ერთმანეთის მიმართ.ვაღიაროთ,რომ ქუთათურთა უმსგავსო საქციელი სჭარბობს თბილისელებისას.ამ ყველაფრის თავი და თავი არის ქართულ ფეხბურთში თბილისის დინამოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის კულტის დამკვიდრება.წლების მანძილზე მსაჯები უნამუსოდ ემხრობიან თბილისის დინამოს.36 წლის წინანდელი თბილისის დინამო იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაკომპლექტებული გუნდი.თბილისის დინამოს წარმატებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ქუთაისელბს:რამაზ შენგელიას,თენგიზ სულაქველიძის,ზაურ სვანაძეს და თამაზ.
გიოშა
01 დეკემბერი 2017 15:00
1
ტორპედო ჯაველინივით მისდევდა დინამოს და ბოლოს მაინც ააფეთქა. ეს უკვე ხასიათია. გენაცვალეთ ბიჭებო. ჩემპიონთა ლიგისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და გავახაროთ საქართველო! გილოცავთ გულით და სულით!
legion provisus (ქუთაისი)
29 ნოემბერი 2017 11:24
0
ამ ქუთაისლების ვერ გამიგია, არ უყვართ თბილისი და თბილისელები და მაინც მთელი ქუთაისი აიყარა აქ ჩამოეხეტა. საღოლ რა.
jaba
29 ნოემბერი 2017 09:50
4
პრობლემა ისაა,რომ ეგრე ფიქრობთ ეგრეთ წოდებული თბილისელები დანარჩენ საქართველოზე.კიდევ კარგი თქვენაირი ბევრი არაა თბილისში,თორე ავტონომიას მოითხოვდით. თბილისი ნებისმიერი ქართველისაა და დანარჩენი საქართველოც ასევე. ერთ შემთხვევას გაგახსენებ:2008 წელს თბილისის დასაცავად მთელი საქართველო გაერთიანდა და საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ შენაირებისთვის. რა მივიღეთ შემდეგ:მივიღეთ დაუფასებლობა და ზიზღი თქვენაირების მხრიდან. ის რომ თბილისელი ხარ არ ნიშნავს,რომ ვინმეზე მეტი ხარ. არავინ არ გეტენებათ და როგორც თქვი არ ჩამოეხეტებიან. უბრალოდ როცა თბილისელები ქალაქიდან გარბოდნენ,ზოგი საზღვარგარეთ ზოგი მეც ვიტყვი ჩამოიხიზნა კახეთში საკუთარი თავი გადაერჩინათ,კახელი,იმერელი,მეგრელი და ა.შ. თბილისის დასაცავად იბრძოდა. არავის არაფერს ვაყვედრი უბრალოდ მინდა გავიაზროთ ეს ყველაფერი. ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კორექტულები. თბილისი დედაქალაქია ჩვენი და ყველას აქვს ჩამოსვლის,მუშაობის და მოვლის უფლება. უბრალოდ მეტი სიყვარული და დაფასება ერთმანეთის ერო თორე ჩვენ თუ ერთმანეთი გავაქილიკეთ და დავჭამეთ ქართველების გარდა ყველას ახეირებს,მერე ვიყოთ მონები ვანიას ან ბობის და ტომის. აი მერე კი გექნებათ იმის ბედნიერება ცხოვრობდეთ და მოღვაწეობდეთ მონობაში,მაგრამ მთავარი ხო ისაა ქუთაისელმა ან კახელმა არ შეგაწუხოთ. ისინი ხომ "სოფლელები" არიან. ადამიანს ღმერთმა თავი იმიტომ კი არ მისცა მხრები დამძიმოს,იმისთვის მისცა რო იფიქროს. რა თქმაუნდა შენი გადასაწყვეტია და შენი საქმეა რას და როგორ მოიქცევი მანამ სანამ სხვას შეურაწყოფას მიაყენებ. გაუმარჯოს თბილის საქართველოსთან და გაუმარჯოს საქართველოს თბილისთან ერთად
ქართველი
02 დეკემბერი 2017 10:37
0
სამწუხაროა ძალიან ხულიგნობა და კუთხური შუღლი. დროზეა მისახედი ეს ყველაფერი, თორემ მატჩების ჩატარება სულ უმაყურებლოდ მოგვიწევს, ქალაქები კი ისე იქნება დაპირისპირებული, ერთმანეთთან მისვლა აღარ მოგვინდება.
giorgi
29 ნოემბერი 2017 09:22
1
კი ხულიგნობაა,მაგრამ ეგაა მებრძოლი სული თუ კი სიმართლისთვის იბრძვი და არა პროვოკაციისათვის.სწორედ ამგვარად იქცევიან ინგლისელი ფანები როცა სიმართლისთვის იბრძვიან არ მაქვს მხედველობაში სისხლის სამართლის ერთეული მთვრალი იდიოტების ქმედებანი,დამიტომაცაა ინგლისი დიდი ქვეყანა გთხოვთ დაბეჭდეთ ჩემი მესიჯი სტატიაზე ვიდეოთი- გადაწვით ამათი.....მომავალი თაობებისთვის,ერთიანობისთვის
დიდი ბრიტანეთიდან
28 ნოემბერი 2017 14:09
18
რა ნახე მაგისთანა შე უნახავო ბრიტანეთში, ეგ ხულიგნობა გვინდა ეხლა საქართველოში გასცხო ერთი ხელუკუღმა!!! და თან ამას თურმე "მომავალი თაობებისთვის" და "ერთიანობისთვის" ლაპარაკობ არა, სულ ეგრე უნდა გაგიერთიანოს კაცმა ყველაფერი.
ამერიკიდან
28 ნოემბერი 2017 18:31
4

სიახლეები პოპულარული