თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველს გიორგი ზარია ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

გიორგი ზარიამ ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მას ოპერაცია დასჭირდა.

გიორგის სამედიცინო ცენტრ "მედიქლაბში" წინა ჯვარედინი იოგის აღდგენა და დაზიანებული ლატერალური მენისკის გაკერვა ჩაუტარდა.

გუნდის ექიმის დავით ხარაბაძის ცნობით ფეხბურთელი ახლო მომავალში სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს, ხოლო 7-8 თვეში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით შესძლებს ვარჯიშს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გიო
zviadi
16:51 02-12-2017
3

სიახლეები პოპულარული