ყენია მალე დაბრუნდება, დევდარიანი არასტაბილურობას შეეწირა - ინტერვიუ გიორგი ყიფიანთან

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" გარშემო ბოლო დროს ბევრი კითხვა დაგროვდა. კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს.


ხმები ასევე ვრცელდება "რკინიგზელთა" ფორვარდის, ირაკლი სიხარულიძის შესაძლო ტრანსფერზე ავსტრიაში.

მკითხველისთვის ასევე საინტერესო იქნება ლევან ყენიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც... ამ ყველაფერზე "ლოკომოტივის" ტექნიკურ დირექტორ გიორგი ყიფიანს ვესაუბრეთ.

- რატომ არ გაუგრძელა კლუბმა კონტრაქტი გიორგი დევდარიანს?
- პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და გიორგი დევდარიანს მადლობას გადავუხდი ჩატარებული სამუშაოსთვის. შედეგი გაცილებით უკეთესი იყო და ამის არდანახვა არ შეიძლება.

პარალელურად, დაწინაურდნენ ფეხბურთელები და ეს დიდი აქტივია. მოკლედ, მუშაობის ამ ნაწილს დამაკმაყოფილებლად ვთვლით და ვფიქრობთ, რომ დიდ ნაყოფს გამოიღებს მომავალში.

რაც შეეხება კონტრაქტის არგაგრძელების მიზეზს, ალბათ, ამაზე გავლენა იქონია ბოლო წრემ და გვიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდმა არასტაბილური თამაში აჩვენა. თუმცა, იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ გარკვეული მიზეზები იყო...

ტრავმები, ჩვენი ფარ-კლუბი ლიგა 3-ში გადმოსასვლელად იბრძოდა რეგიონალლიგიდან და რამდენიმე ფეხბურთელი იქ გავუშვით, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სტაბილურობის მხრივ გვიბიძგა, რომ კონტრაქტი არ გაგვეგრძელებინა.

- დევდარიანი კლუბში ანაზღაურების ახალ სისტემაზე საუბრობდა. რას იტყოდით ამის შესახებ?
- ანაზღაურების ახალ სისტემაზე ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არც ფეხბურთელებმა და სტაფმა არ იციან კონკრეტულად, ვინაიდან შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გახდება ტრანსფარანტული, თქვენც აუცილებლად შეიტყობთ.

- როდის გახდება "ლოკომოტივის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი? თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ კანდიდატები...
- მოლაპარაკებებს რამდენიმე ადამიანთან ვაწარმოებთ და თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია.

- რა ხდება ირაკლი სიხარულიძის კონტრაქტზე? გავრცელდა ხმები, რომ მისით ავსტრიული გუნდები არიან დაინტერესებულნი...
- ირაკლი სიხარულიძესთან ვცდილობთ გავაგრძელოთ ურთიერთობა, ვინაიდან ვფიქრობთ, მასთან ერთად წარმატების მიღწევას კიდევ შევძლებთ.

- ლევან ყენიაზეც გკითხავთ. როდის დაიწყებს ყენია ვარჯიშს?
- ლევან ყენია, წესით, გუნდთან ერთად ვარჯიშს 25 იანვარს, მოსამზადებელ შეკრებაზე დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავშენდებით!
uuuu
00:06 06-12-2017
0
აქ რა წერია? - რაც შეეხება კონტრაქტის არგაგრძელების მიზეზს, ალბათ, ამაზე გავლენა იქონია ბოლო წრემ და გვიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდმა არასტაბილური თამაში აჩვენა. თუმცა, იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ გარკვეული მიზეზები იყო...

ტრავმები, ჩვენი ფარ-კლუბი ლიგა 3-ში გადმოსასვლელად იბრძოდა რეგიონალლიგიდან და რამდენიმე ფეხბურთელი იქ გავუშვით, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სტაბილურობის მხრივ გვიბიძგა, რომ კონტრაქტი არ გაგვეგრძელებინა.
ლაშა
16:01 05-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული