ჩვენ დევდარიანს დავუკავშირდით და ამ თემაზე ვესაუბრეთ.
"კონტრაქტი დამიმთავრდა და აღარ გამიხანგრძლივეს. რატომ, მე თითონაც ვერ გავიგე. რამდენიმე დღის წინ სულ სხვა თემებზე ვილაპარაკეთ და სულ სხვა თემა იყო ჩვენი შეხვედრის საბაბი.
ახალი გადახდის სისტემაზე უნდა გადასულიყო გუნდი და ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ მომხდარიყო. ახალი სისტემა გულისხმობდა, რომ ხელფასი უნდა შემცირებულიყო და პრემია კი გაზრდილ
მიზანი იყო, რომ სამეულში შევსულიყავით. მე დავინტერესდი, თუ რა ბირთვით მომიწევდა ბრძოლა. მაგალითად, "დინამოს" ზურგს აკადემია უმაგრებს, "სამტრედიას" და "ტორპედოსაც" კარგი შემადგენლობები ჰყავთ და ყოველ წელს ძლიერდებიან...
საბოლოოდ, ერთმანეთს დავშორდით ისე, რომ როცა მეცოდინებოდა ფეხბურთელების ვინაობა, მაშინ მიიღებდნენ ჩემგანაც პასუხს. გუშინ კი ტელეფონით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა, მიზეზად კი ფინანსები მოიტანეს და ისინი ვერ დააკმაყოფილებდნენ ჩემს მოთხოვნებს.
ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ "ლოკომოტივში" დარჩენამდე ძალიან მიმზიდველ და სარფიან წინადადებაზე ვთქვი უარი. იმიტომ, რომ "ლოკომოტივთან" ერთად მინდოდა საქმის გაკეთება.
ვთვლი, რომ ეს გასული სეზონი წინა ორთან შედარებით უკეთესი იყო. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელების ასე ხშირი ცვლა არცერთ გუნდს არ უხდება.
ჩვენი პრობლემა წელს იყო მოკლე სკამი. გაიხსენეთ, პირველ წრეში ლიდერები ვიყავით, თუმცა შემდეგ დაიწყო ტრავმები, რამაც თავი იჩინა. "დინამოსაც" სწორედ ანალოგიური პრობლემა ჰქონდა.
ჩემი აზრით, როდესაც საქმე უკეთესობისკენ იყო დაძრული, როცა პროგრესი იგრძნობოდა, მაშინ გამიშვეს... გაგახსენებთ, რომ "ლოკომოტივს" "დინამოსთვის" ბოლო 15 თუ 17 წელი არ ჰქონდა მოგებული და ქუთაისის "ტორპედოსთან" თუ სხვა გუნდთან გახსოვთ, რომ ასეთი ანგარიშებით "ლოკომოტივი" იგებდა? გავარდნაზე კი არა, ბოლო ორი ტურით ადრე უეფას ზონაში შეგვეძლო შესვლა და იქაც თავი ისევ სკამის არქონამ იჩინა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდებოდა. მე-3 ლიგაში ჩვენი დუბლშემადგენლობა იბრძოდა მე-2 ლიგაში გადასასვლელად, სადაც დიდი საპრიზო ფონდი იყო და კლუბს ეს ფული სჭირდებოდა. ამიტომ მთელი ჩვენი რესურსი იქ გადავისროლეთ, მაგრამ რა ვიცი... სხვანაირად გადაწყვიტეს და მინდა, რომ მე ვცდებოდე.
"ლოკომოტივს" წარმატებებს ვუსურვებ. თუმცა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელების ასე ხშირი ცვლა გუნდს წარმატებას ვერ მოუტანს", - განაცხადა დევდარიანმა.