კახა ჩხეტიანი: უფლის სასწაული იქნება, ამჟამად ქართული კლუბი ევროთასებზე რომ გავიდეს

AutoSharing Option
ქუთაისის ''ტორპედომ'' 15 წლის შემდეგ ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა.

იმერლებს ამ სეზონში დუბლის შესრულებაც შეეძლოთ, თუმცა დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში საჩხერის ''ჩიხურასთან'' დამარცხდნენ.

საინტერესოა, რა ხდება ამჟამად ''ტორპედოში''. Sportall.ge კლუბის მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- ქუთაისელი გულშემატკივარი 15 წელი ამ წარმატებას ელოდა და კლუბმა ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა...
- მეც 15 წელი ველოდებოდი... ახლა ვარ "ტორპედოს" მწვრთნელი, მაგრამ ბავშობიდან ამ კლუბის გულშემატკივარი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ ყველამ ერთად გავიხარეთ.


- რას გრძნობდით იმ დროს, როდესაც მატჩის ბოლო წამებზე თქვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა?
- რა ვიცი, რა უნდა იგრძნო... ერთადერთი, მაგ დროს უფლის იმედზე ხარ. ერთ წამში შესაძლებელი იყო, 15-წლიანი უიღბლო სერია დასრულებულიყო, მეორე მხრივ კი, გაგრძელებულიყო. როინ კვასხვაძის ვაჟკაცობა კიდევ ერთხელ მინდა გამოვყო. გულში ბოლომდე მჯეროდა, რომ იგი პენალტს მოიგერიებდა.

- თბილისის "დინამო" ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში დიდი სხვაობით გისწრებდათ, მაგრამ გუნდი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა...
- რაღაც მიზანს რომ დაისახავ, უნდა გააკეთო... ხელს თუ ჩაიქნევ, არაფერი გამოვა. როდესაც შანსი გაქვს, ყველაფერი უნდა გაიღო და ჩვენმა ბიჭებმაც ეს შანსი გამოიყენეს, მათ ბოლომდე იბრძოლეს.

- როდესაც გუნდი ჩაიბარეთ, ფინანსურად და შემადგენლობის მხრივაც რთული მდგომარეობა იყო. რა შეიცვალა ამის შემდეგ?
- პირველ რიგში, ეს ფეხბურთელებმა შეცვალეს. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი ჩავდეთ ამ წარმატებისთვის. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ არა მარტო იმ 11 ფეხბურთელის იმედი მქონდა, ვინც თამაშობდა, არამედ სხვა დანარჩენისაც. ამ ყველაფერმა მოიტანა შედეგი.

- ქუთაისელი გულშემატკივრის საქციელზეც გკითხავთ... "დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ თქვენმა გულშემატკივრებმა "დინამო არენაზე" სკამები დაამტვრიეს...
- დამეთანხმება ყველა, რომ ქუთაისელი გულშემატკივარი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. ეგ არის ემოცია, რომელსაც გულშემატკივარი გამოხატავს. ზოგი ასეთი ფორმით გამოხატავს, ზოგიც სხვანაირი. იმას არ ვამბობ, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ მაგაზე უარესებიც ხდება. მაგაზე დიდი ამბის ატეხა არ იყო საჭირო. ემოციაა ჩვეულებრივი და ვერ გაიგებ, ერთ წამში ადამიანი უცბად შეიძლება არაადეკვატური გახდეს. მათაც იციან, რომ ეს კარგი საქციელი არ იყო და დარწმუნებული ვარ, მომავალში აღარ განმეორდება.


- გუნდის ბირთვზე რომ გვითხრათ, მომავალში შენარჩუნდება თუ არა შემადგენლობა და მოსალოდნელია თუ არა გაძლიერება?
- ჩემი აზრით, ბირთვი შენარჩუნდება. ფეხბურთელები გაგებით ეკიდებიან ფინანსურ მხარეს და ბევრ რაღაცაზე ამბობენ უარს.

- სად აპირებს კლუბი შეკრების გავლას?
- შეკრებას, სავარაუდოდ, თურქეთში 4-დან 8 თებერვლის ჩათვლით გავივლით. მოწინააღმდეგეების ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.

- დავით ყიფიანის თასის ფინალზე რას იტყოდით? თქვენ ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდით...
- ჩემი აზრით, უპირატესობას ვფლობდით. დასანანი იყო, რომ თორნიკე კაპანაძემ ორი დღით ადრე ტრავმა მიიღო, ლაშა კუჭუხიძეც ტრავმირებული გვყავდა და ფაქტობრივად, თავდამსხმელის გარეშე ვიყავით დარჩენილები. შეტევაში სიმწვავე გვაკლდა, ასევე, მატჩში პენალტი ვერ გავიტანეთ... თერთმეტმეტრიანების სერია კიი ლატარიაა, იქ ყოველთვის 50-50-ზეა და ამ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიმართლა.

- თქვენ გასულ სეზონში "ტრენჩინთან" მარცხის შემდეგ განაცხადეთ, რომ ქართული ფეხბურთი ევროპულთან შედარებით 20-30 წლით უკანაა. რას იტყვით ახლა?
- მართლა ასეა... მარტო ახლა დაიწყო, ჩემპიონატმაც გაამართლა თავისი დაძაბულობით და აქედან გამომდინარე, ხარისხმაც მოიმატა, მაგრამ ის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ისინი სხვაგან არიან, ჩვენ სხვაგან. უფლის სასწაული იქნება, ამ ეტაპზე ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდეს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
mag gundit evropa ligaze ra gindat, 3,4 kazis garda kvela gasashvebia, eg xalxi tanamedrove fexburtshi ver erkveva, araferi gveshveleba.
ako
12 დეკემბერი 2017 15:44
0
ტორპედოს მფლობელს მიმართეთ პრეტენზიებით მწვრთნელი მოდის და მიდის გუნდიდან.
იმერელი 2
12 დეკემბერი 2017 15:39
1
გამოდის ეს არც აპირებს ტორპედოდან წასვლას----კახა პირდაპირ გეტყვი შენ ჯერჯერობიტ არ გაქვს იმდენი განატლება ფეხბურტში რომ ტორპედოს ჩემ....ა ლიგაში რაიმე სიკეტე მოუტანო ამისატვის საჭიროა სწავლა და განატლება წადი ევროპაში ისწავლე ტეორია გაიარე პრაკტიკა და როცა დაბრუნდები მე ვიქნები პირველი ვინც შენ დაგიჭერს მხარს------ბოლოს დააბრუნეტ ტორპედოში ოლიმპიდან სიჭინავა, შინდაგორიძე, შერგელაშვილი დაელაპარაკეტ სიხარულიძეს და კიდევ 3-4 კარგი ლეგიონერიც /მეკარე არ დაგავიწყდეტ/ რაღაც კარ შედეგზე შეიძლება ფიქრი გაისატ ---წარმატებას გისურვებ ჩემო ტორპედო
gela
12 დეკემბერი 2017 13:32
3
უფალი მოწყალეა ოღონდ ტვინი ფეხები და ხელები უნდა გაარყიოთ არ გყავთ ფეხბურთელები თუნდაც საკვანძო პოზიციებზე ნორმალური დონის გყავთ რამდენიმე პრესპექტიული ფეხბურთელი დაიმატეთ სამი-ოთხი ნორმალური ლეგიონერი და მთავარი მწვრთნელი თქვენი კვალიფიკაციით სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიც არ გვიშველის განათლების მიღებაა საჭირო მწვრთნელობას მარტო ფეხბურთელობა არ ყოფნის არაფერი პირადული პირიქით ფეხბურთელობის დროს გამოირჩეოდით შემართებით და არც უნიჭო გეთქმოდათ თუმცა მწვრთნელობას თავისი ხედვები სტრატეგიის ცოდნა და მრავალმხრივი განათლება სჭირდება.
კახა
11 დეკემბერი 2017 23:49
2
ალბათ ბუდუ ზივზივაძეს დაიმატებენ ქუთაისლები!
Gaglomeranti
12 დეკემბერი 2017 15:27
0
სასწაულები ყოველთვის ხდება როდესაც გჯერა. ყველა ვგულშემატკივრობთ ქუთაისის "ტორპედოს"!
გუჯა კახაძე
11 დეკემბერი 2017 23:33
2
მთელი გუნდი ბერად თუ აღიკვეცება მაშინ აქვთ შანსი..
bujanga
11 დეკემბერი 2017 23:12
4
ყოჩაღ შენ ნამდვილი ლენინელი ხარ!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
12 დეკემბერი 2017 11:11
1
ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროლიგაზე გასვლა კი არა, ტრეშჩინთან კოსმოსური ანგარიშით არ უნდა წააგო. მანდ არ არის ამხელა სხვაობა. სამტრედია უფრო ძლიერ კლუბს შეხვდა მაგრამ მასე არ გაპაზორებულა.
haha
11 დეკემბერი 2017 22:46
4
ხო მართალი ხარ მასე არ გაბანძებულა. აზერებმა უფრო გააფარჩაკეს ვიდრე გააბანძეს. სად სლოვაკეთი და სად აზერბაიჯანის ფეხბურთი.
roma
12 დეკემბერი 2017 10:03
1
"გუნდი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა"..კიარ დანებდა და ბოლიმდე კიარ იბრძოლა, შიბაქ ფიფიას რომ არ დაეშალა დინამოს ჩემპიონობა გარდაუვალი იყოო
sagol dzmao
11 დეკემბერი 2017 20:13
3
ძალიან ხშირად ახსენებს ეს პატივცემული უფალს DDDDDDDD
ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც უფრო მეტი ენერგია ვარჯიშში რომ დახარჯოთ და არა პირჯვრის გადაწერაში, უკეთეს შედეგს მიიღებთ.
გაიგეთ, ღმერთი არ ერევა მაგ ამბებში. ისიც მიუკერძოებელი და ნაღდი ფეხბურთის გულშემატკივარია.
ღმერთის მოადგილე სპორტის განხრით
11 დეკემბერი 2017 18:12
4
ალბათ დამეთანხმები რომ უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება... შრომა და თავდადება რომ საწინდარია უფლის თანადგომის ამაში ორი აზრი არ არსებობს, რაც ტორპედომ გააკეთა ეს მწვრთნელის და ფეხბურთელების დამსახურებაა, ჩხეტიანის დიდი პლიუსი ისაა რომ ყველაფერ კარგს ფეხბურთელებს აბრალებს თუნდაც ეს მისი დიდი დამსახურება იყოს და მედიის წინ ცუდად ნათამაშევი თამაშის შმდეგაც მადლობა უთქვამს ფეხბურთელებისთვის. სწორედ ამ საქციელმა და გუნდის ერთმუშტად შეკვრამ განაპირობა ეს შედეგი, და აი უფლის წყალობად კიდე ბოლო წამზე მოგერიებული პენალტი შეგიძლიათ ჩათვალოთ... რაც შეეხება სხვა ქვეყნებს ისინი ძაან შორს არიან ჩვენსგან სამწუხაროდ...
levani
11 დეკემბერი 2017 22:09
2
ღმერთის ხსენებასთან ერთად საქმეც გააკეთა და ჩემპიონობა გაინაღდა,განსხვავებით უსაქმური და უნიათო მასხარებისაგან.
TBILISI
11 დეკემბერი 2017 21:40
2
ყველა გამოხმაურება
აქედანვე აპრავებს გაბანძებას ევროსარბიელზე :)))))))) მოლდოვას ჩვენზე უარესი ინფრასტრუქტურა აქვს და ჩვენზე ღარიბებეი არიან მაგრამ ლამის ყოველ წელს ყავთ გუნდი ვეროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე
გიო
11 დეკემბერი 2017 17:29
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული