გავრისკე, საქართველოში ჩამოვედი და... - ინტერვიუ დინო ჰამზიჩთან [PHOTO]

AutoSharing Option
ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი უკვე სამი წელია საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას იცავს. 29 წლის კარის დარაჯი კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. გასულ სეზონში მან "ჩიხურასთან" ერთად დავით ყიფიანის თასი მოიგო, სადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საინტერესოა, რას ფიქრობს ჰამზიჩი ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოს ჩემპიონატსა და ქართულ ფეხბურთზე. ამ და სხვა საკითხებზე Sportall.ge-მ მეკარესთან ინტერვიუ ჩაწერა.

- თქვენ უკვე მესამე წელია "ჩიხურაში" თამაშობთ. რას გვეტყოდით კლუბზე?


- დიახ, მე უკვე მესამე წელია "ჩიხურაში" ვარ. რასაკვირველია, იყო როგორც ცუდი, ასევე დადებითი მომენტები. გუნდი უკვე მესამე წელია
ევროტურნირებზე გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მუშაობა სწორად მიდის.

Sportall.Ge

- რას გვეტყოდით "ჩიხურას" ინფრასტრუქტურაზე? კლუბი საშინაო შეხვედრებს საჩხერეში ვერ ატარებს...

- "ჩიხურას" გარკვეულწილად კარგი ინფრასტრუქტურა აქვს, თუმცა კლუბს ახალი სტადიონი სჭირდება. სამწუხაროდ, კლუბს საშინაო თამაშების უმეტესობა საჩხერეში არ ჩაუტარებია.

ეს როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ფანებისთვისაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, კლუბს ახლა ფინანსური პრობლემები არ აქვს.

- როგორ შეეჩვიეთ საქართველოს? რას გვეტყვით ჩვენს ქვეყანაზე?

- მე კარგად ვგრძნობ აქ თავს და საქართველოში ყველაფერი მომწონს, თუმცა ჩემი ქვეყანა და ოჯახი ყოველთვის მენატრება.

Sportall.Ge

- რას გვეტყვით გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეზე, რომელიც კლუბს 2008 წლის შემდეგ წვრთნის?

-
ის ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი და ადამიანია. მან კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწია და გუნდში დარჩენას იმსახურებს.

Sportall.Ge

- ამ სეზონში "ჩიხურამ" დავით ყიფიანის თასი მოიგო და თქვენ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

-
ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩემი მძიმე შრომა დამიფასდა, მე ეს დაფასება ყოველთვის მემახსოვრება.

Sportall.Ge

- რას გვეტყვით საქართველოს ჩემპიონატზე? თქვენი აზრით, რა დონეზეა ჩვენი ლიგა?

- ჩემპიონატი ნამდვილად კარგია და ამან ნამდვილად გამაკვირვა, როდესაც პირველად  ჩამოვედი. აქ ბევრი კარგი კლუბი და ფეხბურთელია.

Sportall.Ge

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ფეხბურთელები, რომლებსაც გულისხმობთ?

- "ლოკომოტივის" თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე. ასევე, "ტორპედოს" და "დინამოს" ჰყავს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელები "ჩიხურაში" თამაშობენ.

Sportall.Ge

- თქვენ, ალბათ, თვალს ადევნებთ საქართველოს ნაკრების თამაშებს. რას იტყვით ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე?

- დიახ, თვალს ვადევნებ.  ვფიქრობ, მათ ხშირად არ უმართლებთ... ადრე თუ გვიან თქვენს ნაკრებს აუცილებლად გაუმართლებს და შეძლებთ დიდ საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობას. ვფიქრობ, მათ რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება სჭირდებათ.

Sportall.Ge

- როგორ ფიქრობთ, რატომ ესწრება საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს ცოტა ხალხი?

- ბოსნიაშიც ასეა, იმიტომ, რომ კლუბები ისეთი დონის თამაშებს არ აჩვენებენ, როგორც ევროპაში. გუნდებს უკეთესი მარკეტინგი სჭირდებათ, რომ გულშემატკივრები სტადიონზე მიიყვანონ.

Sportall.Ge

- ამ ეტაპზე სხვა კლუბებიდან თუ გაქვთ შემოთავაზება?

- მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემთვის უკეთესი ვარიანტები ვიპოვო,  კლუბები, სადაც უკეთესად გადამიხდიან, რადგან ჩემს ოჯახზე უნდა ვიზრუნო. ახლა "ჩიხურაში" თავს კარგად ვგრძნობ და მომავალში არ ვიცი, რა იქნება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

- ბოსნიაში ყოფნის დროს რომ გცოდნოდათ, რა სიტუაციაც იყო საქართველოს ჩემპიონატში, ჩამოხვიდოდით თუ არა სათამაშოდ?

- დიახ, 7 წლის განმავლობაში ბოსნიის საუკეთესო კლუბებში ვთამაშობდი და ცხოვრებაში სიახლე მჭირდებოდა. გავრისკე, საქართველოში ჩამოვედი სათამაშოდ და ვფიქრობ, რომ შეცდომა არ დამიშვია.

Sportall.Ge

- როდესაც საქართველოს დატოვებთ, რა გაგახსენდებათ აქ გატარებული დროიდან?

- გუნდთან ერთად მიღწეული წარმატებები და მეგობრული ურთიერთობები.

Sportall.Ge

- ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა უჭირთ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- ვფიქრობ, რომ ეს ძლიერი ფეხბურთელების არყოლის შედეგია... ასევე, ეს გამარჯვებულის მენტალიტეტის არქონსაც შეგვიძლია დავაბრალოთ.

- თქვენი აზრით, რისი შეცვლაა საჭირო, რომ ქართული ფეხბურთი წინ წავიდეს?

- ჩემი აზრით, მეტი ფინანსები უნდა ჩაიდოს და ამასთან ერთად შედეგიც მალე მოვა.

- როგორ ატარებთ დროს საქართველოში? თქვენი ერთი დღე რომ აღწეროთ...

- როცა საჩხერეში ვარ, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. იქ, ბაზაზე მოწყენილი ვარ, რადგან ბევრი არაფერია გასაკეთებელი და სანახავი. როდესაც თბილისში ვარ, ვსეირნობ, საყიდლებზე დავდივარ და ცოლთან ერთად ქართულ რესტორნებს ვსტუმრობ.


Sportall.Ge

- რომელ ქართულ საჭმელს ანიჭებთ უპირატესობას?

- მწვადს. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რეკლამაზე ასოები გადამწვარი,რა ფხბურთზეა ლაპარაკი,სოციალური ყოფა ვერ მოგიგვარებიათ,ხაჭაპური მარილწყლით გაჭექილი ცომია თბილისის "სამიკიტნოებში" და საჭმელის ფასი კი,ვაი საკვების ფასები_ოთუსბირი გახადეთ,სიღარიბის ზღვარს გადასულია უმრავლესობა ქართველთა და რა ფეხბურთი... რის ფეხბურთიო! სირცხვილია ვაი რეფორტიორებო იმის დაწერაც კი ვერ გძალუძთ,რაც ესაჭიროება ქვეყანას,თუნდაც სპორტში და სულაც ....ხალხი ცალკე წვალობს,არაფრისმაქნისი ჩინოვნიკები კი მოკალათებულ ადგილებზე, ცალკე ბოგინობს ამ გასაცოდავებული მოსახლების ხარჯზე.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან
14:05 19-12-2017
4
Martalia vetaxmebi am bichs finasebi uda chaidos fexburtshi tore ise araferi gamova viqnebit ert adgilas gacherebuli
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული