28 წლის შემტევმა დედაქალაქურ კლუბთან ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ივანიშვილი, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას იცავდა.
მას ასევე "ცხინვალშიც" უთამაშია, სადაც მისი დამრიგებელი, "დინამოს" ახლანდელი თავკავი კახი კაჭარავა იყო.
ივანიშვილი ასევე შვეიცარიის კლუბებში, "ვოლენში", "შაფხაუზენში" და "ბელინცონაში" გამოდიოდა.
მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით