26 წლის ფორვარდმა ფლეი ოფის შეხვედრაში მარტვილის "მერანს" 2 გოლი გაუტანა.
ბუხაიძეს "კოლხეთთან" კონტრაქტი ამოეწურა და როგორც განგვიცხადა კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას აპირებს, თუმცა "კოლხეთში" დარჩენასაც არ გამორიცხავს.
Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.
- როგორც ვიცით, ფოთის "კოლხეთში" აღარ ირიცხებით...
- კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ. არის რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა კონკრეტული არაფერია.
- იყო საუბარი, რომ შესაძლოა კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" გაგეგრძელებინათ, რა
- "ტორპედოდან" ნამდვილად არავინ დამკავშირებია, სხვა გუნდების დასახელებისგან კი თავს შევიკავებ.
- საუბარი მხოლოდ ქართულ კლუბებთან მიდის?
- დიახ, მარტო ქართული კლუბების ვარიანტები მაქვს.
- ფოთში გატარებულ პერიოდზე რას იტყოდით, რა მოგცათ "კოლხეთმა" როგორც ფეხბურთელს?
- მთელი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მომიწია თამაში, როგორც გელა სანაიას, ისე ალექსანდრ შტელინის დროს.
შტელინმა მე მომცა შანსი და თითქმის მთელი თამაში შეუცვლელად ვითამაშე. მადლობა მინდა გადავუხადო მას. ამ სეზონმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემმატა.
ყველაზე კომფორტულად თავს კი თავდასხმაში ვგრძნობ.
- იყო თუ არა "კოლხეთის" მხრიდან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი?
- ჯერჯერობით კლუბში ფინანსურად არ იციან რა და როგორ იქნება. ისინი ამის შემდეგ დაუკავშირდებიან ფეხბურთელებს კონტრაქტებთან დაკავშირებით.
- ალექსანდრ შტელინზე რას გვეტყოდით, თქვენი ინფორმაციით, სპეციალისტი მიდის თუ რჩება გუნდში?
- ვიცი, რომ კონტრაქტი მასაც ამოეწურა, თუმცა სხვა ინფორმაციას არ ვფლობ.