ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო - ბექა მიქელთაძე "დინამოდან" წასვლაზე საუბრობს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ თბილისის "დინამო" მოულოდნელად დატოვა კლუბის ბომბარდირმა ბექა მიქელთაძემ.

ახალგაზრდა შემტევმა წინა სეზონში 15 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილი დაიკავა.

კლუბიდან წასვლის მიზეზებსა და მის ახალ კლუბზე ბექა მიქელთაძეს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, "დინამოდან" წამოსვლაზე გკითხავ. კლუბის განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ საკუთარი სურვილით დატოვე. რა გახდა ამის მიზეზი?
- ბევრი მიზეზი იყო და არ მინდა ამაზე საუბარი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავტოვე კლუბი, ის იყო, რომ
არ მიწევდა ჩემს პოზიციაზე თამაში. კახი კაჭარავა რომ არ დანიშნულიყო და სხვა პოზიციაზე არ ვეთამაშებინე,  საერთოდ ვერ ვითამაშებდი, ვერც მე და ვერც სხვა ახალგაზრდა  ფეხბურთელები.

- "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ საუბარი იყო უცხოურ კლუბებზე, მაგრამ აღმოჩნდი "რუსთავში". რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და რატომ გამოარჩიე ეს კლუბი?
- არ მინდა, ვიჩქარო წასვლა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს საქართველოს ჩემპიონატში დასამტკიცებელი და ვფიქრობ, "რუსთავი" საუკეთესო ვარიანტია.

-
რა სახის კონტრაქტზეა საუბარი "რუსთავთან", 1-წლიანი ხელშეკრულებაა თუ უფრო მეტი?
- კონტრაქტზე ვერ ვისაუბრებ.

- წინა სეზონში 15 გოლის გატანა შეძელი. თუ ხარ კმაყოფილი შენ მიერ ჩატარებული სეზონით და რა დაგაკლდა ყველაზე მეტად?

- ჩემ მიერ ჩატარებული სეზონით ვერ ვიქნები კმაყოფილი, 1 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის, მაგრამ ვერ შევძელით. ყველას დაავიწყდება, მე რამდენი გავიტანე, მთავარია, ჩემპიონი ვინ გახდა.

- რა მიზანი გაქვს მომავალი სეზონისთვის დასახული?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა და ბომბარდირობა, ეს არის ჩემი მიზანი.

- ამჯერად გია ცეცაძემ გიხმო ახალგაზრდულ ნაკრებში... როგორ შეაფასებდი ნაკრების ახალ მწვრთნელს?

- გია ცეცაძე კარგი სპეციალისტია და ბევრჯერ დაამტკიცა კლუბშიც და ნაკრებშიც დადო შედეგი. ვთვლი, რომ კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ მისი ხელმძღვანელობით.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართლაც საინტერესოა რაშია საქმე და რატომ მიდიან ამდენი ახალგაზრდები დინამოდან.
ამ ინტერვიუდან კი ვერაფერი გავიგე-კიაჭარავა რომ არ მოსულიყო ჩემს პოზიციაზე ვერ ვითამაშებდიო... კაი ბატონო, მაგრამ კაჭარავა მოვიდა და ისევ მთავარი მწვრთნელია.
ჩემპიონობის სურვილიც გასაგებია, მაგრამ რუსთავს ჩემპიონობის შანსი დინამოზე მეტი აქვს? რაღაცა სხვაშია საქმე და ჯობდა პირდაპირ დაწერილიყო!
ბექა, კარგი ფეხბურთელი ხარ და წარმატებებს გისურვებ!
ფერნანდო
09 იანვარი 2018 12:11
0
როდესაც ფეხბურთელი არ გრძნობს თავს კარგად აუცილებლად წავა იმ გუნდიდან, აქ მარტო ხელფასი არ არის მთავარი, თვითონ დამოკიდებულება დინამოში ფეხბურთელების მიმართ არ არის ნორმალური, სულ ერთი და იგივე მეორდება. გუნდს არ ყავს საერთოდ მმართველი. პრეზიდენტი ერევა გადაწყვეტილების მიღებაში, არც შიდა და არც გარე კომუნიკაციის სიტემები გააჩნიათ. და საერთოდ ყველაზე მთავარი რაც პირველ რიგში დინამოს უნდა ჰქონდეს და შემდეგ სხვა ქართულ კლუბებს, ეს არის ნათლად წარმოჩენილი ღირებულებები და პრინციპები, ხედვა, მისია, მიზნები, რაზეც უნდა აიგოს საერთოდ გუნდის მომავალი ქმედებები, ეს იქნება მარკეტინგი, ფეხბურთელების აღზრდა თუ ფეხბურთელების გაშვება და მოყვანა და ასე შემდეგ. პირობები საუკეთესოა შეიძლება დინამოში მაგრამ მწვრთნელებს გადახედეთ აკადემიის, ვინ უნდა გაზარდოს ბავშვები? აქ მარტო ამ ბიჭთან არ არის საქმე ზოგადად, არც სტრატეგია აქვს დინამოს და თუ აქვს მაშინ ამაზე უნდა ილაპარაკონ, ხალხი ვერ ხედავს ვერაფერს, სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ნდობა კიდევ სულ დაიკარგა, არაფრის აღარ გჯერა უბრალო გულშემატკივარს..
ნიკა
09 იანვარი 2018 15:52
1
ნიკა, მაპატიე მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ გეთანხმები. შეიძლება აკადემიის მწვრთნელებში არის პრობლემები , მაგრამ იმათ გაზარდეს არც თუ ცუდი თაობა--რაც ვიხილეთ სეზონის დასაწყისში . პრაქტიკულად ბავშვები, შეთამაშდნენ და ლიდერობდნენ კიდეც.
პრობლემები ყველა კლუბშია, სამწუხაროდ! რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეგ პრობლემები რუსთავში მოგვარებულია?
კითხვა სხვანაირად დგას--რატომ მიდის დინამოს აღზრდილი, ბოლო სეზონის ბომბარდირი რუსთავში?
რუსთავს წარმატებას ვუსურვებ, ისევე როგორც ნებისმიერ ქართულ კლუბს, მაგრამ ამ გადასვლას ლოგიკური ახსნა ხომ უნდა ქონდეს ისევე როგორც სხვა რვა კაცის წასვლას?
ფერნანდო
09 იანვარი 2018 22:50
0
ოხ უცხოური გუნდები თანაც მოწინავეები თავს იკლავდნენ მარა მან რუსთავის დიდი გუნდი არჩია. სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს.
გიორგი
09 იანვარი 2018 13:54
10
და რუსთავს რა სტრატეგია აქვს ასეთი იქ რომ გადავიდა
melo
09 იანვარი 2018 21:28
2
ზაფხულში დიდი რუსეთის რომელიმე მეორეხარისხოვან კლუბში
დათო
18 იანვარი 2018 13:23
0
თავისმა აგენტმა გადაიყვანა რუსთავში ეგეც და რევიშვილი იმიტომ რომ მაქედან უფრო ადვილად წაიყვანს ზაფხ
დათო
18 იანვარი 2018 13:22
0
Eg qartveli axlagazrda fexburtelebis umravlesoba magrad gadaobs...ar geubnebjt arafers da tqven agar tqvat raa itamashet tu shegidzliat egaa da eg...vistan ageben daaviwyda am xalxs tu rashia saqme
Amiko
15 იანვარი 2018 07:14
0

სიახლეები პოპულარული