ახალგაზრდა შემტევმა წინა სეზონში 15 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილი დაიკავა.
კლუბიდან წასვლის მიზეზებსა და მის ახალ კლუბზე ბექა მიქელთაძეს ვესაუბრეთ.
- პირველ რიგში, "დინამოდან" წამოსვლაზე გკითხავ. კლუბის განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ საკუთარი სურვილით დატოვე. რა გახდა ამის მიზეზი?
- ბევრი მიზეზი იყო და არ მინდა ამაზე საუბარი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავტოვე კლუბი, ის იყო, რომ
- "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ საუბარი იყო უცხოურ კლუბებზე, მაგრამ აღმოჩნდი "რუსთავში". რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და რატომ გამოარჩიე ეს კლუბი?
- არ მინდა, ვიჩქარო წასვლა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს საქართველოს ჩემპიონატში დასამტკიცებელი და ვფიქრობ, "რუსთავი" საუკეთესო ვარიანტია.
- რა სახის კონტრაქტზეა საუბარი "რუსთავთან", 1-წლიანი ხელშეკრულებაა თუ უფრო მეტი?
- კონტრაქტზე ვერ ვისაუბრებ.
- წინა სეზონში 15 გოლის გატანა შეძელი. თუ ხარ კმაყოფილი შენ მიერ ჩატარებული სეზონით და რა დაგაკლდა ყველაზე მეტად?
- ჩემ მიერ ჩატარებული სეზონით ვერ ვიქნები კმაყოფილი, 1 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის, მაგრამ ვერ შევძელით. ყველას დაავიწყდება, მე რამდენი გავიტანე, მთავარია, ჩემპიონი ვინ გახდა.
- რა მიზანი გაქვს მომავალი სეზონისთვის დასახული?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა და ბომბარდირობა, ეს არის ჩემი მიზანი.
- ამჯერად გია ცეცაძემ გიხმო ახალგაზრდულ ნაკრებში... როგორ შეაფასებდი ნაკრების ახალ მწვრთნელს?
- გია ცეცაძე კარგი სპეციალისტია და ბევრჯერ დაამტკიცა კლუბშიც და ნაკრებშიც დადო შედეგი. ვთვლი, რომ კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ მისი ხელმძღვანელობით.
ამ ინტერვიუდან კი ვერაფერი გავიგე-კიაჭარავა რომ არ მოსულიყო ჩემს პოზიციაზე ვერ ვითამაშებდიო... კაი ბატონო, მაგრამ კაჭარავა მოვიდა და ისევ მთავარი მწვრთნელია.
ჩემპიონობის სურვილიც გასაგებია, მაგრამ რუსთავს ჩემპიონობის შანსი დინამოზე მეტი აქვს? რაღაცა სხვაშია საქმე და ჯობდა პირდაპირ დაწერილიყო!
ბექა, კარგი ფეხბურთელი ხარ და წარმატებებს გისურვებ!
პრობლემები ყველა კლუბშია, სამწუხაროდ! რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეგ პრობლემები რუსთავში მოგვარებულია?
კითხვა სხვანაირად დგას--რატომ მიდის დინამოს აღზრდილი, ბოლო სეზონის ბომბარდირი რუსთავში?
რუსთავს წარმატებას ვუსურვებ, ისევე როგორც ნებისმიერ ქართულ კლუბს, მაგრამ ამ გადასვლას ლოგიკური ახსნა ხომ უნდა ქონდეს ისევე როგორც სხვა რვა კაცის წასვლას?