"საბურთალოს" ბრაზილიელი ლეგიონერი დაუბრუნდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის შარშანდელი გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი - ვაგნერ გონსალვესი "საბურთალოში" დაბრუნდა.

საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელი თბილისურმა კლუბმა ეროვნული ჩემპიონატის 2016 წლის გარდამავალი სეზონის დაწყებამდე, ფრანგული "ბასტიადან" დაიმატა.

"საბურთალოში" გატარებული პირველი ნახევრის შემდეგ ვაგნერი თბილისურმა კლუბმა ბელგიაში, "სერკლ ბრიუგეში" იჯარის წესით გაანათხოვრა. ახლა კი, წარმოშობით ბრაზიელიელი შემტევი, იჯარის პერიოდის ამოწურვის შემდეგ, "საბურთალოში" დაბრუნდა.

"საბურთალომ" 2017 წლის სეზონი ეროვნულ ლიგაში მეოთხე ადგილზე დაასრულა. თბილისელებს ევროთასების საგზური საჩხერის "ჩიხურამ" აართვა, რომელიც ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.

ვაგნერ გონსალვესმა 2017 წელს ეროვნულ
ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომ გაანათხოვრა რა მიზნით გაანათხოვრა? რადგანაც არ წერთ იქ რამდენი მატჩი ითამაშა ეჭვი მაქვს, რომ არც ათამაშეს..
ზურა
02:41 10-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული