ბოლნისის "სიონს" სამი ახალწვეული ჰყავს

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ბოლნისის "სიონს" სამი ახალწვეული ჰყავს.

ამერიდან, ამ კლუბის ღირსებას მიხეილ მუჯრიშვილი, გურამ მინდორაშვილი და ცოტნე სამუშია დაიცავენ.

მუჯრიშვილი აქამდე გორის "დილაში" ირჯებოდა, "რუსთავში" ასპარეზობდა გურამ მინდორაშვილი, ხოლო ცოტნე სამუშია "ზუგდიდის" მაისურს ირგებდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის "სიონი" ეროვნულ ლიგას 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

მათ პლეი-ოფში ორმატჩიან დუელში ბათუმის "დინამოს" აჯობეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული