კახა ჩხეტიანი: გვპირდება ხელმძღვანელობა, რომ გამოიძებნება მაგის თანხები

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე დაიცავს საქართველოს ღირსებას.

კლუბმა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ ამავდროულად, კლუბი დატოვა რამდენიმე ფეხბურთელმა და ნამატი თითქმის არ არის.

ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისელთა მწვრთნელს დავუკავშირდით და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- სატრანსფერო ფანჯარა ორი კვირაა რაც გახსნილია. "ტორპედოდან" უმეტესად ფეხბურთელები წავიდნენ, ვიდრე მოვიდნენ. იგეგმება თუ არა მატება უახლოეს მომავალში?

- რომ მოვიყვანოთ ფეხბურთელები, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. გვპირდება ხელმძღვანელობა, რომ გამოიძებნება მაგის თანხები, რითიც შეგვეძლება კიდევ ორი-სამი ფეხბურთელით გუნდის გაძლიერება.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება და უახლოეს დღეებში გაირკვევა ყველაფერი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ იმ ფეხბურთელების დამატებას, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ.

- კლუბი დატოვა გუგა ფალავანდიშვილმა. რატომ ვერ მოხერხდა მისი შენარჩუნება?

- გუგა ფალავანდიშვილის სურვილი იყო, წასულიყო და საზღვარგარეთ მოესინჯა ძალები. მას აქვს რაღაც წინადადებები და შესაბამისად, აქედან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი.

თავიდანვე, რომ მოვიდა, ასეთი იყო შეთანხმება - დამთავრდებოდა სეზონი და წავიდოდა. ყველამ ვნახეთ, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელია და ძალიან დაგვაკლდება. მე მას წარმატებას ვუსურვებ და ეთამაშოს იმ გუნდში, სადაც მას მოესურვება.

- ქუთაისის "ტორპედო" ქვეყნის ჩემპიონია, ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იასპარეზებს. როგორ ხედავთ, რა პოზიციებზეა საჭირო გაძლიერება, რათა ამ ტურნირზე კლუბმა შეძლოს ღირსეულად გამოსვლა?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული და ისეთი ფეხბურთელების დამატება, რომლებიც ევროპის საშუალო გუნდებში თამაშობენ, რთულია.

ჯერჯერობით არ ჩანს პერსპექტივა, რომ დავიმატებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც ევროტურნირებისა და საკვალიფიკაციოზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ, რადგან ამის თანხები ნამდვილად არ გვაქვს.

- მოლაპარაკებები ახსენეთ. შესაძლებელია, რომ მომავალ სეზონში ლეგიონერები ვიხილოთ?

- შესაძლებელია, მაგრამ ესეც თანხებთანაა დაკავშირებული. ისეთი ლეგიონერის დამატებას ნამდვილად არ ვაპირებ, რომელიც ჩვენს გუნდში მყოფ ფეხბურთელს ვერ ჯობნის. მირჩევნია, ქართველი ახალგაზრდა იყოს და ვისაც ჩამოიყვან, ის ქართველზე მინიმუმ ორი თავით მაღლა უნდა იდგეს.

მით უმეტეს, ჩვენ გვყავს გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შარშანდელი გამოცდილება აქვთ და მე მათი დიდი იმედი მაქვს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ისეთი ლეგიონერები, რომლებსაც მაღალ დონეზე აქვთ ნათამაშები, ნამდვილად გამოადგებოდა გუნდს და სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთელების დამატებას ვერ შევძლებთ.

- უკვე ერთი სრული ჩემპიონატი ჩატარდა. სუპერთასის ფინალი ზამთარში არის. მოგწონთ ეს ფორმატი?
- ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსი აქვთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან კარგი გამოდგა, რადგან მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დაძაბულობა იგრძნობოდა და კონკურენცია იყო ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ხარისხი აუცილებლად მოიმატებს. აქამდე სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ადრე იწყებოდა სხვა ქვეყნებში ჩემპიონატები და ისინი უფრო მომზადებულები გვხვდებოდნენ, ახლა კი ჩვენ ვართ მომზადებულები როგორც სათამაშო თვალსაზრისით, ასევე ტაქტიკურად. ფიზიკურადაც გუნდი უკეთეს კონდიციებშია.

წინ უნდა წავიდეთ, მომავლის იმედი უნდა გვქონდეს და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსთვის. ყველანი ვალდებულები ვართ, რა შესაძლებლობაც გვაქვს, 100%-ით კი არა, 200%-ით გავაკეთოთ და ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ მოედანზე, დროთა განმავლობაში კი ყველაფერი გამოგვივა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
სიმართლეს თუ იტყვი უმუშევარი დარჩები.
პატრიოტი იმერელი
18 იანვარი 2018 14:54
0
ტორპედო იძირება
პატრიოტი იმერელი
18 იანვარი 2018 14:18
0
პატრიოტი იმერელი
18 იანვარი 2018 14:11
0
მეც მინდა გუნდი ფული არც მე მაქვს და ვიქნებით კონკურენტულ გარემოში პლიუს ჩემგან ფეხბურთის დიდი სიყვარული იქნება და მენეჯმენტის სფეროში როგორც თეორიულიუ ესე პრაქტიკული გამოცდილება.
ბატონებო თქვენ ხუმრობთ ? თუ ფული არ გაქვთ დაანებეთ თავი ამ საქმეს ამ გაღატაკებულ გუნდებს ჯიბე გამორეცხილი სპონსორები რაში ჭირდება
LIVE
16 იანვარი 2018 17:25
1
ესეთი გუნდი რომ მოგიგებს ჩემპიონობას :(
დინამო
16 იანვარი 2018 10:43
1
გამოაცხადოს ფედერაციამ ახალი
კონცეფციის შესაქმნელად კონკურსი.
მოქმედი კონცეფცია მოპარულია და
უტვინოდ გადაკეთებული.
ის თანხა 10ჯერ მეტი, რომ იყოს
მაინც არ იქნება შედეგი.
ფუტკარის მაგივრად ბზიკებს კვებავთ.
ვეტერანი
15 იანვარი 2018 19:47
2
მეპატრონე თუ უფულოა აპა ჩხეტიანი ვერ იყიდის თავის ფულით ფეხბურთელს მაგარი მეპატრონე კი ყოლია ტორპედოს.
zaza
15 იანვარი 2018 19:31
0
torbedos saertod ar chirdeba prezidenti.isedac mshvenivrad gaartmeven tavs .da prezidents tu prezidentoba unda mashin moitanos puli da ukidos kai futbalistebi.prezidents ro xelpasi ekneba gundshi is prezidenti pexburtels mogkvans aaa gamecit pasuxi.kokaias konda xelpasi?pipias ak xelpasi? da xalxo cota gamopxizldit.raknas am bichebma tavis terenebianad? raknan ver gamovlen da mas rasac vambob ver itkvian.arada magrad uchirt.im prexidentis xelpasit ert kai futbalists moikvanden.vnaxot aba ras izaven tu caikitxaven da cotas mainc dapikrdebian.ro prezidens xelpasi klubshi ar unda kondes da im tanxit pexburteli unda moikvan
gia
15 იანვარი 2018 17:57
3
5 shekitxvidan 4 shi fuli ar ariso idzaxis!magi ar iko merias rom landzgavda male gakidon gundio chachava gvishveliso?!
gia
17 იანვარი 2018 08:45
0
visze gakidet aba torpedo 2-3 kargi legioneris damateba tu ar shegizliat? aset xalxs rogor azlevt gunds? eg xart sul?))))))))
qomagi
15 იანვარი 2018 16:37
1
erti normaluri legioneris puli ra ver shekarit vercertma ra xalxi xart bicho aba ra azri ak sadme gasvlas da pretenziebs daietie sadac xar sad midixar trenchinma rac giknat is monagoni ikneba ligaze lobui gundi gagimeorebt magas:)))))))))!
!!!!!!!
15 იანვარი 2018 16:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული