ქუთაისის "ტორპედოს" განცხადება კახა ჩხეტიანის ინტერვიუსთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი" Sportall.ge-ზე გამოქვეყნებული ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ინტერვიუს გამოეხმაურა.


გვერდი იუწყება, რომ ქუთაისურ კლუბში ფინანსური კრიზისი არ არის.

"დღეს, 15 იანვარს, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის წაკითხვის შემდეგ გულშემატკივრებში ეჭვი გაჩნდა, რომ კლუბში ფინანსური კრიზისია.

გვესმის, რომ ქვეყნის ჩემპიონისადმი ინტერესი განსაკუთრებულია, რამდენადაც სწორედ "ტორპედომ" უნდა წარადგინოს საქართველო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სწორედ ამიტომ მართებულად ჩავთვალეთ, გულშემატკივრისთვის განგვემარტა ის, რასაც ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გულისხმობდა.

კახა
ჩხეტიანის განმარტებით, ინტერვიუში ის ისეთი ლეგიონერის ვერდამატებაზე საუბრობდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ კლუბში ფინანსური კრიზისია!

ვადასტურებთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, გუნდი კი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

აქვე გეტყვით, რომ "ტორპედო" 4 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება, სადაც 18 თებერვლის ჩათვლით, 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მეტოქეების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფინანსური კრიზისი კი არაა, უფულობაა მფლობელის მხრიდან, თორემ კლუბი მილიონს ფონდიდან და მილიონნახევარს საპრიზოებს და ჩემპიონთა ლიგისა კი მიიღებს ისედაც , მაგრამ ეს თანხები მიმდინარე ხარჯებს სჭირდება, ის არ იძლევა საშუალებას რაიმე ან ვინმე ხეირიანი იყიდონ,თორემ სახელმწიფოს ჯერ ისე არ უჭირს რომ კერძო კლუბი ვერ შეინახოს ისე რომ მფლობელს 1 ლარის დახარჯვაც არ დასჭირდეს,აბა ესაა საქმე კაცმა კლუბი იყიდა და კიდევ მას ფული ახარჯოს? ამისათვსი ბიუჯეტის ფულია საჭირო.
ჩვენთან ხომ კერძო ბიზნესი საბიუჯეტო დოტაციაზეა...
Guadua
13:06 16-01-2018
2
ver gavige :@ mxolod 100 000 lari chado pirdapiri investiciis gzit arada minimum 500 000 unda chaedo wlis bolomde. gundi chempioni xdeba dansaxelmwipo dafinanseba sxva 3-ma klubma upronmeti aigo, vidre FC Torpedom :@
George²
14:40 17-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული