"სამტრედიამ" კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სამტრედიამ" მილანის "ინტერის" ყოფილი მცველის ივან ფატიჩის შემდეგ, ცენტრალური მცველი გივი ქარქუზაშვილი და 27 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვინსენტ ლუკას ვეილი დაიმატა, რომლის სატრანსფერო ფასი transfermarkt-ის ცნობით 90 ათასი ევროა.

ვინსენტი "ალკმაარის" 19-წლამდელთა და "ლივერპულის" 23-წლამდელთა გუნდში, აგრეთვე ნიდერლანდების "ჰელმონდში" და "კამბურში", ესპანეთის "ეიბარში" და "ფუენლაბრადაში", ჰონგ-კონგის "ტაი პოში", დანიის "ფრედერიკაში" და მალაიაზიის PKNP F.C-ში თამაშობდა.

მას 5 მატჩი აქვს ჩატარებული თავისი ქვეყნის 19-წლამდელთა და 1 მატჩი 20-წლამდელთა ნაკრებში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფედერაციამ უნდა მიცეს ტორპედოს თავკაცებს რჩევა მოიყვანონ ლეგიონერები თუ არ აინტერესებს ჩვენი ბედი!
ქუთაისელი-2
23 იანვარი 2018 14:30
0
მიდი "სამტრედია" გაგვახარე ერთხელ ეს გამწარებული ხალხი
Giorgi
22 იანვარი 2018 23:11
2
ესენი ევროპალიგაზე გასვლას აპირებენ მგონი , ცოტა ეჭვი კი მეპარება მაგრამ წარმატებები მაინც
ტოტტი
22 იანვარი 2018 22:57
2

სიახლეები პოპულარული