გორის "დილას" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს

AutoSharing Option
გორის "დილამ" მომდევნო ტრანსფერი განახორციელა. ამჯერად გუნდის რიგებს თბილისის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე შეუერთდა.

ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უთამაშია რუსეთის რამდენიმე გუნდში, ბოლოს კი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, სადაც 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს "დილასთვის" უკვე მე-10 ახალწვეულია.

ქავთარაძემდე კლუბში მოვიდნენ: ჩეხური "ზბროიოკა ბრვნოდან" - ალვინ ფორტესი, თბილისის "დინამოდან" - გია ჩადუნელი, მიკოლა კოვტალიუკი, ბათუმის "დინამოდან" - ანზორ სუხიაშვილი, "სამტრედიიდან" - დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, ჯემალ გოგიაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი კორიფაძე, "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, ჰეიფორდ ადიეიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული