ოთხი კვირის შემდეგ კლუბების ნამატი 72 ფეხბურთელია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირა რჩება.
სრული სიგიჟეა, მაგრამ ეს რეალობაა - დებიუტანტმა "რუსთავმა" 16 ფეხბურთელი დაიმატა.
- კლუბში მოვიდნენ: "პოგონიდან" - მათე ცინცაძე, "კოლხეთიდან" - კობა სეფიაშვილი, პაპუნა ფონიავა, "ტორპედოდან" - მათე კვირკვია, "ჩიხურადან" - ბაჩანა ცხადაძე, "შუქურადან" - ირაკლი კლიმიაშვილი, "დილადან" - გიორგი პაპავა, თბილისის "დინამოდან" - ლაშა სალუქვაძე, ნუკრი რევიშვილი, ბექა ქავთარაძე, ბექა მიქელთაძე, ლევან გეგეჭკორი; "ლოკომოტივიდან" - მამუკა კობახიძე; ბათუმის "დინამოდან" - დავით კვირკველია და ოთარ მარცვალაძე. თავისუფალი აგენტი - მიხეილ გორელიშვილი.
"სამტრედიას" უკვე 10 ახალი ფეხბურთელი ჰყავს.
- კლუბში მოვიდნენ: მალაიზიის პკნპ-იდან ვინსენტ-ლუკას ვეილი, ივან ფატიჩი - მაკედონიური "შკუპიდან", ვასიკო ბაჩიაშვილი - ზალგირისის "კაუნოდან", გორის "დილადან" - დავით კირკიტაძე, გივი კარკუზაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი განუგრავა, "შუქურადან" - რომა ჩაჩუა, "კოლხეთიდან" - შოთა კერძევაძე, "ლიეპაიადან" - გიორგი ერისთავი, "სიონიდან" - საბა აღდგომელაშვილი.
- კლუბში მოვიდნენ: "ლოკომოტივიდან" - ნოდარ ქავთარაძე, ჩეხური "ზბროიოკა ბრვნოდან" - ალვინ ფორტესი, თბილისის "დინამოდან" - გია ჩადუნელი, მიკოლა კოვტალიუკი, ბათუმის "დინამოდან" - ანზორ სუხიაშვილი, "სამტრედიიდან" - დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, ჯემალ გოგიაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი კორიფაძე, "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, ჰეიფორდ ადიეიც.
8 ახალი ფეხბურთელი ჰყავს ბოლნისის "სიონს":
- კლუბში მოვიდნენ: "დილადან" - მიხეილ მუჯრიშვილი, "რუსთავიდან" - გურამ მინდორაშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ლეჟავა, "ზუგდიდიდან" - ცოტნე სამუშია, "ლაკატამიასიდან" - ლევან ხმალაძე, "სამტრედიიდან" - გიორგი დათუნაიშვილი, "ტორპედოდან" - გიორგი ბერიაშვილი, "კოლხეთიდან"- ალექსანდრე გურეშიძე.
"საბურთალოში" 8 ახალი ფეხბურთელია.
- კლუბში იასპარეზებენ: ვაგნერ გონსალვესი - "კერლ ბრიუგედან" დაბრუნდა იჯარით, ბათუმის "დინამოდან" - თემურ ჩოგაძე, "ლოკომოტივიდან" - გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი დიასამიძე და ბექა ქურდაძე, "ჩიხურადან" - თორნიკე გორგიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი, "შუქურადან" - გიორგი სომხიშვილი.
ამ კვირაში იაქტიურა ფოთის "კოლხეთმაც". ზღვისპირელებმა 5 ფეხბურთელი დაიმატეს:
- ნოვგოროდის "ოლიმპიეციდან" - ვლადიმერ გოგბერაშვილი, ბათუმის "დინამოდან" - ზურაბ არზიანი, "გურიიდან" - ანდრეი პოლტავსტევი, თავისუფალი აგენტები - პეტერსო კაბორე და ირაკლი ჩეჟია.
5 ფეხბურთელი დაემატა "ლოკომოტივს":
- "პრატოდან" რომან ჭანტურია, "შევარდენიდან" - ოთარ კობახიძე, "სამტრედიიდან" - დავით ჯიქია, თბილისის "დინამოდან" - ზურა დავითაშვილი და ბათუმის "დინამოდან" - თეიმურაზ შონია.
თბილისის "დინამოში" 4 ახალი მოთამაშეა:
- "ესბიერგიდან" - ბუდუ ზივზივაძე, "ჩიხურადან" - გიორგი ივანიშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ქოჩლაძე და "საბურთალოდან" - ოთო გოშაძე.
"ჩიხურაში" 4 ნამატია:
- "ლოკომოტივიდან" - რევაზ ჩიტეიშვილი, "კოლხეთიდან" - გიორგი ბუხაიძე, "მერანიდან" - დავით მაისაშვილი და "სამტრედიიდან" - თეიმურაზ მარკოზაშვილი.
ეროვნული ლიგის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" ჯერაც პასიურობს და მხოლოდ 2 ნამატი აქვს:
- "ჩიხურადან" - მიხეილ სარდალიშვილი და "მეშახტედან" - ტარიელ ხაინდრავა.