09:50 30-01-2018
"საბურთალომ" "ბოტევის" 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
AutoSharing Option
აღნიშნული შედეგი პირველ ტაიმშივე დაფიქსირდა - ჯერ დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ორამდე სხვაობა დავით ვოლკოვმა გაზარდა.
პირველი ნახევარი თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა - გატანილი გოლების გარდა, კარის აღების კარგი შესაძლებლობა ვაგნერს, გვარაძესა და ტატანაშვილს ჰქონდათ, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმი "ბოტევმა" აქტიურად დაიწყო, თუმცა "საბურთალო" კარს კარგად იცავდა. ერთ-ერთ ეპიზოდში თავისიანები ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა. ერთხელაც ბულგარელებმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანეს. დარჩენილ დროში "საბურთალომ" რამდენიმე სწრაფი კონტრიერიში განახორციელა. მეკარესთან პირისპირ დიმიტრი ტატანაშვილი გავიდა, მცველი მარტივად ჩამოიშორა, მაგრამ დარტყმული მცირედით ასცდა კარის ჩარჩოს.
ერთ ეპიზოდში კი გიორგი კოხრეიძეს მიეცა კარის აღების კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარს ზემოთ გადააცილა.
დღევანდელ შეხვედრაში პირველად მოირგეს "საბურთალოს" მაისურა გიორგი რეხვიაშვილმა და გეგა დიასამიძემ, რომლებმაც ბოლო 20 წუთი ითამაშეს თბილისელთა შემადგენლობაში.
თბილისელებმა პირველი შეკრება ორი გამარჯვებითა და ერთი ფრით დაასრულეს. 31 იანვარს ქალაქელები სამშობლოში დაბრუნდებიან, 3 თებერვალს კი გეზს კვლავ თურქეთისკენ აიღებენ, სადაც 18 თებერვლამდე მოემზადებიან.
"ბოტევს", რომელიც წლეულს ევროპალიგაზე ითამაშებს, "საბურთალოსთან" შეხვედრამდე 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. პლოვდიველებმა გასულ წელს ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგეს.
საბურთალო: (პირველი ტაიმი)
კუპატაძე, მალი, გრიგალაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, გვარაძე, გორგიაშვილი, ვაგნერი, ტატანაშვილი, ვოლკოვი.
მეორე ტაიმი:
კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი (რეხვიაშვილი 70), ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, თარხნიშვილი, ალთუნაშვილი, ჯინჯოლავა, კოხრეიძე, ტატანაშვილი, (დიასამიძე 70).
მომზადებულია "საბურთალოს" "ფეისბუქის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დღეიდან თქვენი ქომაგი ვარ!
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული