ქუთაისის "ტორპედო": ახალი ლოგო და ახალი ფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ქუთაისში საქართველოს ჩემპიონმა "ტორპედომ" პრეზენტაცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა კლუბის სიახლეების შესახებ.

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მომავალ სეზონს ახალი ლოგოთი, ახალი სათამაშო ფორმით და ახალი საიტით (fctorpedo.ge) ხვდება. ამავდროულად, მომავალ სეზონში კლუბს ექნება online ტელევიზია.

უახლოესს 2-3 თევში ქუთაისში გაიხსნება "ფანშოპი", რომელშიც კლუბის ბრენდირებული პროდუქცია გაიყიდება.

  • რა გაიყიდება ქუთაისის ტორპედოს მაღაზიაში


ქუთაისის "ტორპედოს" ეს ლოგო 2001-02 წლების სეზონში ჰქონდა და 2018 წლის სეზონიდანაც კლუბის სიმბოლო იქნება.

  • ქუთაისის ტორპედოს ახალი ლოგო

2018
წლიდან საქართველოს ჩემპიონი ახალი ეკიპირებით შეიმოსება, კლუბს დაუბრუნდება თავისი ისტორიული ფერი შავი და თეთრი.

რაც შეეხება ახალწვეულებს, "ტორპედოს" ღირსებას დაიცავენ:

  • საჩხერის "ჩიხურადან" ნახევარმცველი - მიხეილ სარდლიშვილი
  • გორის "დილადან" ნახევარმცველი - თენგიზ წიქარიძე
  • ტყიბულის "მეშახტედან" მეკარე - ტარიელ ხაინდრავა

ასევე ცნობილია, რომ კლუბში 2 ლეგიონერი გადის შემოწმებას.

ქუთაისის "ტორპედო" 4 თებერვალს თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ლოგო არ ქონია ტორპედოს, თუ არ იცი, გალაქტიონ, იკითხე მაინც, ამას კი გავდა ის ლოგო, მაგრამ ეს არ იყო, ის უფრო ლამაზი და დახვეწილი ლოგო იყო. იმ ლოგოს ნახვა ინტერნეტში შეიძლება
ქომაგი
02 თებერვალი 2018 00:42
2
ძალიან დახვეწილი და თანამედროვეა კონცეფციურად დინამოსაც მსგავსი აქვს მარტივი და ლამაზი და მისასალმებელია თუ ქართულ კლუბებს ექნებათ ერთნაირი ხელწერა ყველა ქვეყნის ჩემპიონატის გუნდებს აქვს კონცეფციურად მსგავსი გერბები რაც უფრო დახვეწილია ესთეტიურად და იმედია დანარჩენებიც შეცვლიან უმრავლესობას იმდენად საშნელება აქვს რომ სირცხვილია რომელმა ჰერალდიკოსმა გააკეთა
Gio
01 თებერვალი 2018 22:53
4
შავი დროშა რა უბედურებაა?!
წამოწყება მისასალმებელია
me
01 თებერვალი 2018 19:35
4
შავი რა ჯანდაბაა...
გიორგი
01 თებერვალი 2018 16:00
9
სამარცხვინო ლოგოა, რბილად რომ ვთქვა. ასეთი საშინელი ლოგო არასდროს არ გვქონია, არც ამ ლოგოთი გამოდიოდა არასდროს კლუბი. ეგრევე სასაფლაოს ასოციაციას იწვევს პირველი შეხედვით. სასტიკად იმედგაცრუებული ვარ .
კოტე
01 თებერვალი 2018 15:20
20
მწვანე, ლურჯი და ოქროსფერი არის ქუთაისის დროშის ფერებში. ყველა დიდ კლუბს მისი ქალაქის დროშის ფერები აქვს კლუბის გერბზე. შავი და თეთრი მოსკოვის ტორპედოდან გადმოიღეს და ბარემ მოსკოვის ტორპედოს ლოგო გვქონდეს, არა?
ქუთაისელი
01 თებერვალი 2018 14:51
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული